აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ქვემო სილეზიის ვიცე მარშალს შეხვდა

10 სექტემბერი, 2019

ქვემო სილეზიაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, მოადგილესთან ერთდ შეხვედრებს აგრძელებს. ტიტე აროშიძე ქვემო სილეზიის ვიცე მარშალს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებში მარჩინ გვოჟდენჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვემო სილეზიისა და აჭარის აგრარული შესაძლებლობები, სოფლის განვითარების მიმართულებით, ისაუბრეს ქართული მანდარინის პოლონეთში ექსპორტირების საკითხებზე და მზადყოფნა გამოთქვეს ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქვემო სილეზიის მარშალის ოფისის სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბუნებრივი რესურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და პოლონურ-ქართული სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ტიტე აროშიძე და მოადგილე რუსლან ქორიძე ქალაქ ობორნიკის მერს და სოფელ ურასის საბჭოს შეხვდნენ. შეხვედრისას მერმა მიმოიხილა სოფლის განვითარების მიმართულებით LAG-ების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები.

ვიზიტისას ასევე მოინახულეს, აგრო პროდუქციის სავაჭრო ცენტრი TARGPIAST. სავაჭრო ცენტრის პრეზიდენტმა წარმოადგინა პრეზენტაცია ცენტრში არსებული ადგილობრივი და იმპორტიორი კომპანიების შესახებ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები