აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მოტობლოკი სათიბელას კომპლექტაციით გაცემა გრძელდება

06 სექტემბერი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ქვეპროგრამის „სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა“ ფარგლებში, ფერმერებზე და აგრომეწარმეებზე ტექნიკის გაცემა გრძელდება.

დღეს, მოტობლოკების სათიბელას გაცემის პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე დაესწრო.

აღნიშნული ტექნიკა ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებისათვის გაიცა. ქვეპროგრამის ფარგლებში 150 ერთეული მოტობლოკი სათიბელას კომპლექტაციით განაწილდება. ერთეულის ღირებულება 2720 ლარია, ფერმერის გადასახდელი თანხა შედგენს 816 ლარს.

ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის მიზანია, ტექნოლოგიური ოპერაციების შესრულებით ხელით შრომის შემსუბუქება, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის გზით მეცხოველეობის საკვები ბაზის გამტკიცება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები