აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ქედის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

05 სექტემბერი, 2019

ქედის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. მავნებლის მონიტორინგის შედეგად, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მიერ პრიორიტეტული სოფლები და ლოკაციები განისაზღვრა, სადაც კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საკარმიდამო ტერიტორიები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.

ცივი შესხურების ტექნოლოგიით საკარმიდამო ტერიტორიები დამუშავდა შემდეგ სოფლებში: აგარა, აქუცა, ზვარე და აბუქეთა. ღონისძიებებისთვის მობილიზებული იყო 3 ერთეული ტექნიკა. სოფლის ტერიტორიებზე და ტყისპირა პერიმეტრებზე, გაორმაგებული რაოდენობით მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები და ფერომონები.

ზემოთ აღნიშნულ წამლობით ღონისძიებებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე და თემის რწმუნებულები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები