აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

რომაული ფესტივალი 2019 გაიხსნა

20 აგვისტო, 2019

დღეს,  აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიოს ციხეში ,,რომაული ფესტივალი 2019’’ გაიხსნა.

ფესტივალის ფარგლებში  მოეწყო რომაული ბანაკი, ყველა საჭირო საბრძოლო აღჭურვილობით. წარმოდგენილი იყო, რომაელი ლეგიონერის ყოფა-ცხოვრებასთან და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები.

მოეწყო   სხვადასხვა სახის ნაკეთობების, კერამიკული ნაწარმისა და სხვა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. ჩატარდა მეთუნეებისა და ხის ოსტატების მასტერკლასები.

სტუმრებისათვის განსაკუთრებით მიმზიდველი იყო თეატრალიზებული სანახაობები. კერძოდ:  რომაული ცეკვა და  ,,გლადიატორების ორთაბრძოლა’’.

გაიმართა ტურნირი ,,გონიოს თასი’’, ორ სპორტულ სახეობაში: მშვილდოსნობა და ცხენოსნობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  რეგიონის  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, სოფლის მეორნებისა და ეკონომიკის მინისტრი ბათუმის მერი, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ფესტივალის ფარგლებში გონიოს ციხემ ბევრ ტურისტს უმასპინძლა. 

       ღონისძიების მიზანია იმ უძველესი ტრადიციების გაცოცხლება, რაც გონიოს ციხეში საუკუნეების წინ ხდებოდა

ფესტივალი ვიზოტორებს ხვალა  10:00 დან 18:00 საათამდე უმასპინძლებს.

 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები