აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა

20 აგვისტო, 2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ, აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 03 აპრილის N01-01-10/1531 განცხადება განიხილა.

განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, ,,ჭოროხის გზის“ (მახოს ხიდი - გონიოს ხიდი) საავტომობილო გზის გაგრძელება - გაფართოების მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებას ეხებოდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის № 1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის, 2019 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმის საფუძველზე, გამოიცა ბრძანება:

,,ჭოროხის გზის“ (მახოს ხიდი-გინიოს ხიდი) საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიენიჭოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება მშენებლობის ფარგლებში მოქცეულ, ქალაქი ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N378-378-ში მდებარე, საკადასტრო კოდით N05.35.25.233 რეგისტრირებულ რევაზ სურმანიძის (/ 61009014712) საკუთრებაში არსებულ 639 კვ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე.

დამატებითი ინფორმაციისთის იხილეთ ბმული:

http://adjara.gov.ge/Uploads/Publics/6f9d4d7c49fb46f69c33e4bf2b96.pdf


იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები