აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბრატისლავას სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორთან შეხვედრა

16 აგვისტო, 2019

მხარეებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ბრატისლავას სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორთან იურაი მაიტანთან შეხვედრის მთავარი თემა იყო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილესთან შეხვედრას, სლოვაკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი იურაი პივოვარჩი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში რევაზ გაჩეჩილაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი ქართული და სლოვაკური კომპანიების ბიზნეს თანამშრომლობის გაფართოებას შეეხო.

ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით, მხარეებმა სლოვაკეთში აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ, მარკეტინგული კამპანიის წარმოების შესაძლებლობები განიხილეს. 

შეხვედრაზე სლოვაკეთის ტურისტულ გამოფენაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაწილეობის ინიციატივაც  გამოითქვა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები