აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ამოქმედდა

12 აგვისტო, 2019

აჭარაში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ამოქმედდა. დღეს, სასტუმრო „ჰილტონში“ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. 
პრეზენტაციაზე ახალგაზრდებს სიტყვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა მიმართეს.
„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და რეგიონული მთავრობის ინიცირებით გატარებული რეფორმების შედეგად, ჩვენ შევქმენით განათლების ახალი მოდელი, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას„- აღნიშნა მაია ხაჯიშვილმა.
რეგიონული ცენტრის საქმიანობის, პროგრამებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დავითაძემ მიაწოდა.
რეგიონული ცენტრი ახორციელებს ხუთ პროგრამას, რვა ქვეპროგრამას და ოცდაათამდე ღონისძიებას.
ცენტრის მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ჩართულობის გაზრდა სხვადასხვა სახის პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში. 
პრეზენტაციას რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და 400-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.
დღესვე, ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა მემორანდუმი გააფორმა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან, AIESEC საქართველოსთან და წითელ ჯვართან, რაც ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ამ დღესთან დაკავშირებით 16:00 საათზე საოცრებათა პარკში ახალგაზრდული ფესტივალი გაიხსნა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები