აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ბათუმში სოფელ შინდისთან დაღუპული გმირები გაიხსენეს

11 აგვისტო, 2019

ბათუმში 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან დაღუპული გმირები გაიხსენეს. დღესვე, ტრადიციულად, შინდისის გმირების სახელობის სკვერში, დაღუპული 17 გმირის სახელზე 17 ნერგი დაირგო.

11 წლის წინ, 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით მტერი თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან და მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ორჯერ გამოიძახა დახმარება, ჩვიდმეტმა ქართველმა მებრძოლმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა ბოლომდე გაუწია და გმირულად დაიღუპა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები