აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქმიანი შეხვედრა ერგეს მოსახლეობასთან

01 აგვისტო, 2019

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში მოსახლეობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე შეხვდა, ხელვაჩაურის მუნიცპალიტეტის მერთან ჯუმბერ ვარდმენიძესთან ერთად.

მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერ იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც სამინისტრო ახორციელებს.

„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით მოსახლეობას და უშუალოდ მათგან ვიღებთ ინფორმაციას მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვა და ბიუჯეტის ფორმირება", - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები