აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სპეციალური ტექნიკა რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის

30 ივლისი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბულიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ქვეპროგრამის ,,სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის’’ - ფარგლებში 5 ერთეული ტრაქტორი თავისი მისაბმელი აგრეგატებით შეიძინა. რომელიც რეგიონის ხუთვე მუნიცპალიტეტის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს შეღავათიანი ტარიფებით მოემსახურება.

დღეს, დაბა ჩაქვში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე მეციტრუსე ფერმერებს შეხვდა და აღნიშნული მექანიზაციის სერვისით სარგებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის შემდეგ ტიტე აროშიძე ციტრუსის შეწამვლით ღონისძიებას დაესწრო.

ტექნიკის გამოყენება დადებითად აისახება მეციტრუსე ფერმერების მეურნეობაზე და პროდუქციის ხარისხზე. იგი ხელს შეუწყობს შეწამვლითი ღონისძიებების აგრო ვადებით მითითებულ დროში განხორციელებას. რაც საშუალებას მისცემს ფერმერებს უზრუნველყონ სასოფლო–სამეურნეო კულტურების მავნებელ–დაავადებების ეფექტური კონტროლი და მცენარეთა დაცვის საშუალებების ეკონომიური ხარჯვით შეძლონ, მაღალი ხარისხის მოსავლის წარმოება.

ზემოთ აღნიშნულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში, მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე და ქობულეთის მუნიცპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები