აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრის მოადგილის ვიზიტი ლიეტუაში

29 ივლისი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი და სამინისტროს, პოლიტიკისა და ანალიკიტის დეპარტამენტის თანამშრომლები მიმდინარე წლის 24-28 ივლისს ოფიციალური ვიზიტით, ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის, “საქართველოს რეგიონების ეკონომიკური ზრდა - მეცხოველეობის სექტორის პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება ევროკავშირისა მოთხოვნების შესაბამისად“ ლიეტუვაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მესაქონლეობის სექტორში ჩართულ მეწარმეებთან, ასოციაციის წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ევროსტანდარტის სასაკლაო, გაეცნენ მის სამუშაო სპეციფიკას. ასევე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა ლიეტუვას სეიმის აგრო კომიტეტის წარმომადგენლებთან. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები აგრო სექტორის სამომავლო განვითარებასა და თანამშრომლობაზე.

ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით, სულხან მოწყობილმა მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ლიეტუვაში საქართველოს საელჩოში. აღნიშნულ შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ლიეტუვას სავაჭრო-სამრეწველო პალატის და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საქართველოდან ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებით. ლიეტუვას მხარემ სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს 2019 წლის 3 ოქტომბერს დაგეგმილ ციტრუსის ფორუმზე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები