აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მოსწავლეთა თეატრალური კონკურსი

23 ივლისი, 2019


აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  „კონკურსები და ოლიმპიადები“ ქვეპროგრამის  ფარგლებში მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით აცხადებს თეატრალურ კონკურსს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ადმინისტრაციულ  ტერიტორიაზე არსებულ საჯარო და კერძო სკოლებს.

კონკურსი ითვალისწინებს მონო თატრალური დასების ჩამოყალიბებასა და სასკოლო   სპექტაკლების დადგმას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინტელექტუალურ-შემოქმედებითი  უნარების გამოვლენა/განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობისათვის სკოლამ სამინისტროში  უნდა წარმოადგინოს ქართული მხატვრული ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ინსცენირების პროექტი და განხორციელების გეგმა.

საკონკურსო კომისია განიხილავს და გამოავლენს ხუთ საუკეთესო პროექტს. თითოეული პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 5000 ლარი.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამი  საუკეთესო სპექტაკლი.

      განაცხადების მიღება  იწარმოებს სამინისტროში 2019 წლის 15  ივლისიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით.

 

იხილეთ დებულება და განაცხადის ფორმა.



იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები