აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ბათუმში ინოვაციური სტომატოლოგიური ცენტრი ”ROGO” გაიხსნა

07 ივლისი, 2019

ბათუმში გორგასალის ქუჩაზე ინოვაციური სტომატოლოგიური ცენტრი ”ROGO” აგიხსნა. კლინიკა წარმოადგენს სახელწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” და კერძო კომპანიის მიერ განხორციელებულ საერთო პროექტს, რომლის რეალიზებაში მონაწილეობა მიიღო ასევე „EBRD“-მა (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) და პროკრედიტ ბანკმა.

ამბიციური პროქტის ღირებულება 10 მილიონ ლარს შეადგენს. კლინიკაში, რომელიც 6000 მ2 არის განთავსებული ამჟამად 104 ადამიანია დასაქმებული, და მათი რიცხვი კვლავ გაიზრდება. ცენტრის მშენებლობას 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და დღეს ბათუმს შეემატა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ულტრათანამედროვე სტომატოლოგიური ცენტრი. თავის პაციენტებს “ROGO” სთავაზობს 24-საათიან მომსახურებას.

სტომატოლოგიური კლინიკა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ილია ნაკაშიძემ გახსნეს.

“ROGO”–ს სტრუქტურა მოიცავს: 
• თერაპიულ და ქირურგიულ სტომატოლოგიურ მომსახურებას ყველა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, თავისი საოპერაციო ბლოკით;
• ორთოპედიულ და ორთოდონტულ სტომატოლოგიას;
• სატექნიკო ლაბორატორიას; 
• მრავალპროფილიან პოლიკლინიკურ ნაწილს;
• სასწავლო ცენტრს;
• სასტუმროს.

ცენტრი აღჭურვილია 2019 წელს წარმოებული ინოვაციური აპარატურით “DENTSPLY SIRONA”, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ყველანაირი სტომატოლოგიური მანიპულაციის, მათ შორის ქირურგიულის, ჩატარება ერთ კაბინეტში.

ბავშვთა სტომატოლოგიის განყოფილებაში, რომელიც იზოლირებულად არის განლაგებული, სასიამოვნო და მშვიდი გარემოს შესაქმნელად ბორ–მანქანები ანიმაციური გმირების ფორმით არის წარმოდგენილი.

შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის ცენტრში მოწყობილია სრულიად ადაპტირებული კაბინეტი, თავისი სველი წერტილით. კაბინეტი სათანადო ულტრათანამედროვე ბორმანქანითაა აღჭურვილი.

კლინიკაში 33 ბოლო თაობის ბორ–მანქანაა. ქირურგიულ განყოფილებაში გარდა სტომატოლოგიური ოპერაციებისა შესაძლებელია ყბა–სახის და ესთეთიკური ქირურგიის მანიპულაციების ჩატარება ევროსტანდარტებზე ორიენტირებული ზოგადი ანასთეზიის გამოყენებით.

„ROGO“–ს შესაძლებლობები, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, უნიკალურია ამიერკავკასიაში. აქ ამზადებენ ყველა ტიპის და სირთულის კონსტრუქციებს. ცენტრი აღჭურვილია ბოლო თაობის მეტალის პრინტერის ორმაგი ლაზერული აპარატით, რომელიც მეტალის ფხვნილისგან 100%-იანი სიზუსტით ამზადებს კბილებს. ეს პროცესი უჟანგბადო სივრცეში, არგონის ზემოქმედების ქვეშ მიმდინარეობს. შესაბამისად, კბილს არ აქვს ჟანგი, ოქსიდები და ფორები, ის არ არის ალერგიული. კავკასიაში მეტალის ბეჭდვის ეს ტექნოლოგია მხოლოდ “ROGO“–ში გვხვდება.

იდეალური შედეგის მისაღწევად „ROGO“–მ აქცენტი გააკეთა გერმანული კომპანია “MELAG”-ის აპარატურაზე, რომლითაც აღიჭურვა ჩვენი კლინიკა. სასტერილიზაციო ოთახებში ცირკულირებს სპეციალურ ფილტრებში გაწმენდილი, სტერილური ჰაერი. შედეგად, კლინიკაში შემოსული პაციენტი აბსოლუტურად დაცულია გადამდები ინფექციებისგან.

კლინიკის მთავარი მიზანია – პაციენტმა უსაფრთხო და სრულყოფილი მომსახურება ერთ სივრცეში მიიღოს. ამ იდეის ხორცშესხმა შესაძლებელი გახდა ევროპული წარმოების უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით.

ცალკე სივრცეა გამოყოფილი სასწავლო პროცესისთვს, სადაც ასევე გერმანული წარმოების ბოლო თაობის ბორმანქანებია დამონტაჟებული.

შენობაში ასევე განთავსებულია 15-ნომრიანი შიდამოხმარებაზე გათვლილი სასტუმრო.

კლინიკის მთლიანი შენობა ენერგოეფექტურია და გარემოზე ყველა ტიპის ზემოქმედება მინიმუმამდეა დაყვანილი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები