აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

აჭარის მთავრობა სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

16 ივლისი, 2019

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 10 ოჯახს 95 020 ლარით დაეხმარება. თანხა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

საკითხი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს, გადაწყვეტილება დასამტკიცებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.

აღნიშნული თანხიდან 70 020 ლარი ქ. ბათუმში მცხოვრებ ხანძრის შედეგად დაზარალებულ 8 ოჯახზე გადანაწილდება, რათა დაზარალებულემა შეძლონ სახლების აღდგენა-გამაგრება. ამავე მიზნით 25 000 ლარს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული 2 ოჯახი მიიღებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები