აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი სპეცმანქანა გადაეცა

17 ივლისი, 2019

ქობულეთის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი სპეცმანქანა შეემატა.

ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სპეცტრანსპორტით ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ოპერატიულად იქნება შესაძლებელი.

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით გასულ თვეში გაიზარდა ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადების რაოდენობა. ამჟამად მოსახლეობას მომსახურებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების 6 ავტომანქანა უწევს, 20 ივლისიდან ცენტრს მეშვიდე ბრიგადა შეემატება.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ სასწრაფო ცენტრებზე სპეცმანქანების გადაცემა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განვითარებას ისახავს მიზნად.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები