აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრები

19 ივლისი, 2019

აჭარის მთავრობის დაფინანსებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგენტო ახორციელებს რეგიონში არქეოლოგიური გათხრების დაფინანსებას, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილია 115 000 ლარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფიჭვნარის დასახლებაში.

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მაია ხაჯიშვილსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს არქეოლოგიური გათხრების შესახებ დეტალური ინფორმაცია ექსპედიციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ამირან კახიძემ მიაწოდა.

არქეოლოგიური სამუშაოები ქობულეთის ფიჭვნარის დასახლებაში, ორ უბანზე წარმოებს: ანტიკური ხანის ნამოსახლარისა და ძვ. წ. V საუკუნის კოლხურ სამაროვანის ტერიტორიაზე.

პირველი უბანი - ფიჭვნარის ნაქალაქარის ერთერთი გორა-ნამოსახლარი, ჩვეულებრივ აქ წარმოდგენილია რამდენიმე კულტურული ფენა. ამჟამად ელინისტური ხანის ფენის ნაშთებია, დაფიქსირდა ადგილობრივი და იმპორტული კერამიკა ფრაგმენტები, საცხოვრებელი ნაგებობის ხის ნაშთები. მეორე უბანი - მე-5 საუკუნის კოლხური სამაროვანი, გამოჩნდა 7 სამარხი. ადგილობრივი ჭურჭლით, მძივებით. გათხრები ივლისის ბოლომდე გრძელდება.

 აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოში დაწყებულია პროცედურები- ფიჭვნარის არქეოლოგიური დაცვის ზონის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები