აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარას Teqball-ის განვითარებაში უნგრეთი დაეხმარება

11 ივლისი, 2019

აჭარაში სპორტის ახალი სახეობის ტექბოლის(Teqball) განვითარება იწყება.

აჭარაში ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო და ოფიციალური დელეგაციის სხვა წევრები იმყოფებიან. 

მინისტრთან შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად გამართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს. 

უნგრული მხარე აჭარას ტექბოლის (teqball) განვითარებაში დაეხმარება. 

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელით აჭარას ტექბოლის სათამაშო მაგიდა საჩუქრად გადმოეცა. 

აჭარაში ვიზიტით ასევე კლუბ ფერენცვაროშის ერთ-ერთი სპონსორი, ტექბოლის კომპანიის ხელმძღვანელი გრეგ მურანი და უნგრელი სპორტსმენები იმყოფებიან. 

ბათუმის დინამოს და უნგრელი ფეხბურთელების მონაწილეობით ტექბოლის მეგობრული თამაში გაიმართა. 
დღეისათვის ტექბოლი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ახალ სპორტულ სახეობად არის ცნობილი.

ტექბოლი 2014 წელს პროფსიონალმა სპორტსმენმა გაბორ ბორსანმა და კომპიუტერული სფეროს მეცნიერმა ვიქტორ ჰუსზარმა შექმნეს. 

ტექბოლის პირველ მსოფლიო თასს ბუდაპეშტმა 2017 წელს უმასპინძლა და მასში 20 ქვეყანა მონაწილეობდა. 2018 წელს კი საფრანგეთში გამართულ ჩემპიონატში 90 სპორტსმენი ჩაერთო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები