ჩამდინარე წყლების მონიტორინგი გრძელდება
27 მაისი, 2019
სამმართველოს
გარემოსდაცვითი ქვეპროგრამის ,,ატმოსფერული ჰაერის, ჩამდინარე და
ზედაპირული წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი“ -ის ფარგლებში
2019 წელს დაგეგმილია 105 ჩამდინარე წყლის
სინჯის გამოკვლევა.
ანალიზის
შედეგად ჩამდინარე წყალში ისაზღვრება შეწონილი ნაწილაკები, საერთო ფოსფორი, ჟანგბადის
ბიოლოგიური მოხმარება (ჟბმ), ჟანგბადის ქიმიური მოხმარება (ჟქმ) და წყალბადის მაჩვენებელი
(pH).
ამ დროისათვის
გამოკვლეულია ჩამდინარე წყალი თებერვალში (8 სინჯი), მარტში (10 სინჯი), აპრილში
(10 სინჯი), მაისში (10 სინჯი).
მაისის თვეში
გამოკვლეულ იქნა 10 ჩამდინარე წყლის სინჯი
შემდეგ ტერიტორიებზე: აეროპორტის გზატკეცილი,
ხახულის ქუჩა, ფრ. ხალვაშის ქუჩა, ა. შანიძის ქუჩა, ოპიზრების ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ბათუმის
ქუჩა.
იხილეთ გალერეა