აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

გივი ცივაძის სახელობის ტურნირი სამედიცინო დაწესებულებებს შორის

24 მაისი, 2019

მიმდინარე წლის 14-22 მაისს აჭარის მინი ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა, ქ. ბათუმის ზღვისპირა პარკისა და ბონის კულტურის სახლის სპორტულ მოედანზე გაიმართება ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელიც ეძღვნებოდა ცნობილი ექიმის, ჯონდო ცივაძის ხსოვნას.

შეჯიბრში სამედიცინო დაწესებულებების 4 გუნდი მონაწილეობდა. ფინალური შეხვედრა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს ,,რესპუბკიკური კლინიკური საავადმყოფოს" გუნდებს შორის შედგა. დაძაბული და საინტერესო შეხვედრა ,,რესპუბლიკური საავადმყოფოს" გუნდის გამარჯვებით 7-4 დასრულდა.

სამინისტროს გუნდს მეორე საპატიო ადგილი ერგო. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს საპატიო თასები და მედლები გადაეცათ.

ასევე დაწესებული იყო ტურნირის საუკეთესო სპორტსმენების ნომინაციები. ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელად სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ნუკრი კახიძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული სამედიცინო მედიაციის დეპარტამენტის უფროსს, ანზორ ბალაძეს ერგო.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ სამინისტროს გუნდის თითოეულ წევრს გამარჯვება თავად მიულოცა და ძირითად საქმიანობასთან ერთად წარმატება უსურვა შემდგომ სპორტულ აქტივობებში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
092425262728291
102345678
119101112131415
1216171819202122
1323242526272829
14303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები