აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ფუტკრის ოჯახების გაცემას დაესწრო

16 მაისი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის “მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა”-ფარგლებში მეფუტკრე ფერმერებზე ფუტკრის ოჯახების გაცემა დაიწყო. დღეს, მეფუტკრე ფერმერებზე ფუტკრის ოჯახების გაცემის პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, აგროსერვის ცენტრის დირექტორთან და პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად დაესწრო.

ქვეპროგრამის ფარგლებში, აგროსერვის ცენტრი 240 ფერმერს 1200 ფუტკრის ოჯახს გასცემს. სუბსიდია გაიცემა იმ მეფუტკრე ფერმერებზე, რომლებმაც საფუტკრე მეურნეობაში სრული ზარალი განიცადეს. დღეის მდგომარეობით უკვე გაცემულია 500-მდე ფუტკრის ოჯახხი. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში 400 მდე მეფუტკრე ფერმერს ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე: ფუტკრის დაავადებები, პროფილაქტიკა და მკურნალობა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები