აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ხულოს მუნიციპალიტეტში ვაშლოვანის მოსახლეობას შეხვდა

15 მაისი, 2019

დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ტიტე აროშიძემ სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ სიახლეებზე, პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაზე მინისტრმა ასევე ისაუბრა 2019 წელს აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით. ვაშლოვანის მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ადგილზე სტუმრობით და ამ ფორმით დაწყებული კომუნიკაცია დადებითად შეაფასა.

შეხვედრის შემდეგ მინისტრმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქვეპროგრამის ,,მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობა’’- ფარგლებში, დაათვალიერა როინ აბულაძის მიერ გაშენებული ჩანდლერის ჯიშის კაკლის ბაღი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები