აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2020-2023 წწ საშუალოვადიანი გეგმის განხილვა

07 მაისი, 2019

დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის და საშუალოვადიანი (2020-23 წწ) სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მამუკა თურმანიძემ სამთავრობო, არასამთავრობო და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს 2020-23 წწ პრიორიტეტები გააცნო.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 2020 წელს 15 972 394 ლარია, აქედან 10 449 839 ლარი სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე, ხოლო 5 022 510 ლარი გარემოს დაცვისა და სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაიხარჯება. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 11 პროგრამას და 17 ქვეპროგრამას განახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020–2023 წლების პრიორიტეტი თავისი შინაარსითა და მოცულობით ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომ განვითარებაზე, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვაზე და ტყის მდგრადი მართვაზე.

შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს 2020-2023 წლის პრიორიტეტები, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, მემცენარეობის და მეცხოველეობის ჯიშთგანახლებაზე, მაღალეფექტური მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობაზე, სასათბურე მეურნეობის განვითარების გზით, რეგიონის დაბლობი ზონისათვის ახალი სასოფლო-სამეურნეო ფუნქციების მინიჭებაზე. ასევე, შესაძლებლი იქნება გაიზარდოს ადგილობრივი პროდუქციის წარმოება, ხარისხი და კონკურენტუნარიანობა. გაძლიერდება აგრარული ექსტენციის მიწოდება შედეგად გაფართოვდება მემცენარეობის და მეცხოველეობის დარგებში დასაქმებული ფერმერების და აგრომეწარმეების ცოდნის დონე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55