მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება
07 მაისი, 2019
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ოფიცალური ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა CENN-ის პარტნიორ ორგანიზაციას ავსტრიის სივრცითი დაგეგმარებისა და კვლევითი ინსტიტუტის, ასევე ავსტრიის მგდრადობისა და ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენლებს, სადაც გაეცნო სოფლის განვითარების ავსტრიულ მოდელს.
სასწავლო ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის ENPARD - საქართველო პროგრამის მხარდაჭერით პროექტის-ქედა ლიდერის ფარგლებში. ვიზიტის ფარგლებში ასევე იმყოფებიან ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ლაგების წარმომადგენლებთან.
მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება
6 ფოტო
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ს ფოტო.
იხილეთ გალერეა