აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა მაღალმთიან აჭარაში ნივრის ნათესი ფართობები მოინახულა

02 მაისი, 2019

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის 2018 წლის ქვეპროგრამის ,,მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოების განვითარების ხელშეწყობა“- ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეებში ფერმერ ბადრი ბოლქვაძის საკარმიდამო ნაკვეთში ნიორის ნათესი ფართობი მოინახულა და არსებულ სიტუაციას ადგილეზე გაეცნო.

ფერმერმა 1500 მ2 მიწის ფართობზე 300 კგ ნიორი დარგო. ფერმერი წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 ტონამდე ნიორის მოსავალს ელოდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნივრის მაღალპროდუქტიული სარგავი მასალის ფერმერებზე და აგრომეწარმეებზე მიწოდება ხელს შეუწყობს, როგორც ჯიშგანახლების პროცესს, ასევე კონკურენტუნარიანი გახდება სასურსათო პროდუქციის წარმოების განვითარება.

აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში, უკრაინიდან შემოტანილი იქნა 48000 კგ.”ლუბაშას“ ჯიშის ნიორის სათესლე მასალა, რომელიც დაირგო 32 ჰე-ზე. ფერმერებს და აგრომეწარმეებს მიეწოდათ 30%-იანი თანადაფინანსების პირობით მაღალპროდუქტიული სათესლე მასალა, სასუქები და ჰერბიციდები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55