აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სასოფლო-სამეურნეო კულტურების განვითარების ხელშეწყობა

01 მაისი, 2019

დღეს, სოფლის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აგროპროექტების მართვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობა’’- ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთში დაათვალიერა ერთ-ერთი ბენეფიციარის გენო კახიძის მიერ გაშენებული მოცვის ბაღი.

გენო კახიძე პროგრამაში 2018 წელს ჩაერთო და 0.1 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისთვის (ღირებულების 70%) დაფინანსება მიიღო. ქვეპროგრამის მიზანია, მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების გაშენება, ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, დაბალმოსავლიანი ბაღების პერსპექტიული და ექსპორტზე ორიენტირებული ალტერნატიული კულტურებით ჩანაცვლება და შესაბამისად ფერმერთა და აგრომეწარმეთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

2019 წელს აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს, ფერმერებზე 100% დაფინანსებით კივის და კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენებას, წვეთობრივი სარწყავი სისტემით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები