აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

ხის დარგვის მორიგი აქცია

30 აპრილი, 2019

   25 აპრილს დედამიწის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ქობულეთის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად მოსწავლეებისთვის მორიგი შემეცნებით-პრაქტიკული საველე აქტივობა გამართა, რომელიც ხეების დარგვით დასრულდა.   

   ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, ქობულეთის მეორე და მეექვსე, ასევე ლეღვას საჯარო სკოლის აღსაზრდელები. მოსწავლეებმა სატყეო სააგენტოს თანამშრომლების დახმარებით ფიჭვის ნერგები დარგეს და მათი მოვლა-პატრონობისა და ზოგადად ტყის მნიშვნელობის შესახებ უამრავი საინტერესო ინფორმაცია გაიგეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები