აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი სამინისტროს მრჩეველთა საჭოს წევრებს შეხვდა

04 აპრილი, 2019

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის მიზნით, დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, პირველ მოადგილესთან ერთად სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს პრიორიტეტებისა და ძირითადი მიმართულებების განხილვა. მინისტრმა საბჭოს წევრებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხები და ბიუჯეტის ცვლილებები გააცნო. საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხები და პროგრამებთან დაკავშირებული ბიუჯეტის ცვლილება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს საქმიანობაში მოწვეულნი არიან რეგიონში მოქმედი სხვადასხვა დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის დარგის მეცნიერები, დარგში დასაქმებული სხვა პირები და აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანების წარმომადგენლები.


კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები