აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

მთაწმინდის კაცის წერილი

30 მარტი, 2019

შეიძლება ისტორიულ ან ქუთაისის არქივში, დავით მეფისა და თამარის  ხელნაწერებით განებივრებულ არქივებში არ იყოს ასეთი მნიშვნელობის, მაგრამ რეგიონულ არქივში, ბათუმში, რომელიც ყველა ოქუპანტმა  პირწმინდად გაძარცვა ფოლიანტებისგანაც, რომ წააწყდები მთაწმინდის კაცის წერილს, რა თქმა უნდა გაგიხარდება და შეიძლება იმაზე დიდი მნიშვნელობაც კი მიანიჭო ვიდრე  აქვს ისტორიულადაც და ლიტერატურულადაც.... მიუხედავად იმისა რომ მოსე ჯანაშვილის წერილს ისედაც აქვს ასეთი მნიშვნელობა.

 „... მაგგვარი ჰონორარებით ვარჩენ სახლობასო, წერს დიდი მეცნიერი და მოგეთუთქება გული, მიუხედავად იმისა რომ ეგ ჰონორარი  ასი რუბლი იყო და შედარებისთვის სადღაც  4 რუბლი ღირდა კარგი მეწველი ძროხა მაშინ. 1904 წლის 25 აპრილსაა წერილი დაწერილი. ბარემ წერილითვე დავიწყებდი მაგრამ, მოდით ჯერ მაინც   „ქართველ დამფუძნებელ მამათაგანალბათ ერთ-ერთი, გავიხსენოთ, თავისი ბიოგრაფიით.

მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი დაიბადა 1855 წლის 31 მარტს, ჰერეთში, სოფელ კახში, საინგილოშიაწ უკვე  აზერბაიჯანში, გარდაიცვალა 1934 წლის  19 აპრილს, დაკრძალუილია მთაწმინდის პანთენში. ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1875-1920 წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისსა და თბილისში, სადაც ასწავლიდა ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიასპედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო ჯერ ქუთაისის . პეტრიაშვილის პანსიონშიხოლო შემდეგ პროგიმნაზიაში. 1878 წელს მოსე ჯანაშვილმა დატოვა ქუთაისი და თბილისში გადმოვიდა, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ჯერ სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ რეალურსა და წმ. ნინოს სასწავლებელში, ქალთა მეხუთე და ვაჟთა მეხუთე გიმნაზიებში, მიწის მზომელთა სასწავლებელში და ბოლოს 1920 წლიდან ქართული ენის ლექტორად პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.[1] იყო შრომის გმირი (1927), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიძველეთმცოდნეობის დამსახურებული პროფესორი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო და ქართული საენათმეცნიერო საზოგადოებების საპატიო წევრი (1930)[2].

ამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან (.ჭავჭავაძე, ა.წერეთელი, .მესხი, .მაჩაბელი, .ბაქრაძე,  და სხვ.) ურთიერთობამ ბევრი რამ შესძინა . ჯანაშვილს, გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გონიერი მოსწავლე აქ დაინტერესდა . იოსელიანისაგან ჩამოტანილი არალეგალური ლიტერატურით.[3] ამის გამო .ჯანაშვილს სემინარიაში ყოფნა გაურთულდა და იძულებული გახდა გასცლოდა საყვარელ თბილისს. [4]

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, 1875 წელს იგი გადავიდა ქუთაისში. მოსე ჯანაშვილმა ქუთაისის გიმნაზიაში გამოცდები ჩააბარა და მასწავლებლის მოწმობა მიიღო. აკადემიაში სწავლის გაგრძელებაზე ამის შემდეგ აღარ უფიქრია. იმოგზაურა ქუთაისის შემოგარენში, ლეჩხუმში, რაჭაში, ფოთში. სწავლობდა თანამედროვეთა ყოფაცხოვრებას, დიალექტებს.  თბილისში დაბრუნების (1877 წ.) შემდეგაც არ შეუწყვეტია ასეთი ძიება   და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად საინტერესო სტატიებს აქვეყნებდა. წერდა ქართულ და რუსულ პერიოდულ გამოცემებში. გახდა კრებულ „ნაშრომის“ რედაქტორი;  მოსე  აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში, დიდია მისი ღვაწლი  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კოლექციაში დაცული ძეგლების შესწავლაში. 1898 წელს მოსე ჯანაშვილი აირჩიეს საეკლესიო მუზეუმის გამგედ. მან მუზეუმის პირველ აღწერილობაში შეიტანა 484 წიგნის ანოტაცია, 334 დოკუმენტი. მალე გამოიცა ხელნაწერთა აღწერილობის მეორე ტომი. ამის შემდეგ მან თ. ჟორდანიას დაწყებული აღწერილობაც დაასრულა. ამავე დროს მოსე ჯანაშვილი სხვა გამოცემებზეც მუშაობდა.

 .ჯანაშვილი დაინტერესებული იყო ქალაქების ისტორიით. სწავლული დიდ ყურადღებას უთმობდა როგორც განაპირა, ისე სამშობლოს შიდა მხარეთა წარსულს. შეისწავლა: აფხაზეთი, კახეთი, გურია, ქართლი, ჭანეთი, ტაო-კლარჯეთი. განსაკუთრებული ამაგი დასდო მშობლიური კუთხის მრავალმხრივ კვლევას. სამაგიდო წიგნი საინგილო.ჯანაშვილმა .თაყაიშვილის თანადგომით გამოსცა. სწავლულის მახვილ თვალს შეუმჩნეველი არ დარჩენია ის დიდი ზიანი, რაც ჩვენს ქვეყანას მიაყენეს არა მარტო აოხრება-თარეშებით, არამედ სარწმუნოებრივი პოლიტიკითაც.[5]

მისი კვლევის საგანს წარმოადგენდა ქართული ლიტერატურის ისტორია, ქართული ენა, ეთნოგრაფია, საქართველოს ისტორია და ნუმიზმატიკა. ჯანაშვილის ბევრი ნაშრომი თარგმნილია ევროპულ ენებზე. მის სამეცნიერო მუშაობას დიდად აფასებდნენ ქართველი და უცხოელი მკვლევარები

მის სახელთანაა დაკავშირებული  სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებისგამოვლენა და გამოცემაქართლის ცხოვრების თავისებური ხელნაწერის მიგნება, რომელსაც ჯანაშვილისეული ნუსხა ეწოდა.

მოსე ჯანაშვილმა ღვაწლი დასდო ქართული ენის სალექსიკონო წყაროთა მოძიებას, ენის თავისებურებათა დადგენას. ასეთი ძიების ზოგი შედეგი შეჯამებულია მის „ქართულ გრამატიკაში”, რომელიც 1906 წელს გამოიცა. მანვე მრავალი წელი შეალია ქართული განმარტებითი ლექსიკონის შედგენასა. იყო რამდენიმე სამეცნიერო საზოგადოების წევრი და წევრ-კორესპონდენტი [6] .

­მრავალი ნაშრომი მიუძღვნა აფხაზეთი, კახეთი, გური, ქართლი, ჭანეთი, ტაო-კლარჯეთის საკითხებს. სწორედ  სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შესწავლასთან დაკავშირებით,  კრებულის „ბათუმი და მისი შემოგარენის“ შედგენისას მის ისტორიულ ნაშრომს, ამ  ძალიან მნიშვნელოვანი  გამოცემის პერიპეტიებს ეხება მისი ეს წერილიც, რომელიც სწორედაც რომ დაგავიწყებს ისტიორიულ და ლიტერატურლ მნიშვნელობას, აქ მეტია ჯანაშვილის ადამიანური ბუნებაზე და სულიერ მდგომარეობაზე მოცემული, აქ, ამ ნახევარგვედიან წერილში ლამის უფრო ჩანს მისი მთელი ბიოგრაფია და ცხოვრება: „მაგგვარი ჰონორარებით ვარჩენს სახლობას“-ო წერს სამშობლოს თავგადაგებული კაცი... სამსახური არ ქონდა იმ პერიოდში, ერის მსახურებაში იყო მხოლოდ, მხოლოდ... სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებას  პოელობდა, ქართლის ცხოვრების მანამდე უცნობ ნუსხას ჰპოულობდა, საქართველოზე, ქართველობაზე ქ.შ.წ.კ.გ.ს სთან ერთად ქართული ერისა და ქვეყნის გადსარჩენად მუშაობდა მხოლოდ, თავს და სახლობას კი რა,  ამდაგვარი ჰონორარების იმედადღა არჩენდა, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი, ერთი მეწველი თხის მოიმედე; როგორც განდეგილი ვინმე,  სულის ხსნაღა რომ დაუსახავს მიზნად ხორცს კი, ხორცს ვიღაცეების მიერ შემოწირულ პურითა და წყლითღა რომ ირჩენს. შემთხვევით არ გვიხსენებია განდეგილი; ვებერთელა შრომა ჩადო მან  ლიტურგიკისა და სხვა საეკლესიო თუ ჰაგიგოგრაფიული ლიტერატურის შესწავლაში, გამოსცა ქართული ეკლესიის სახელმძღვანელო.

რაც შეხება წერილს გთავაზობთ მას სრული სახით:

„ღრმად პატივცემულო

გიორგი დურმიშხანის ძევ.

მოგმართავთ, როგორც ბათუმის საქალაქო გამგეობის წევრს და საზოგადო მოღვაწეს, ამ თხოვნით. მანდაურს თქვენს კრებულში დასრულდა ჩემი წერილის ბეჭდვა. მაგ წერილისათვის ჰონორარი მაქვს აღთქმული. გთხოვთ, თუ შეიძლება, ახლავე მომაწოდოთ ეს ჰონორარი იმ ვარაუდით, რომ მაგ წერილის შედგენას, როგორც მის გამოგზავნისათანავე ვაუწყებდი ნ.ს. დერჟავინს, მე მოვახმარე არა ნაკლებ 150-180 საათისა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მე  სამსახურში აღარა ვარ და მაგგვარი ჰონორარებით ვარჩენ ჩემს სახლობას, და ეს არის მიზეზი, რომ ამ თხოვნით პირდაპირ თქვენ მოგმართეთ. ფული კი ეხლა ჩემთვის ფრიად საჭიროა.

თქვენი ღრმა პატივისმცემელი მოსე ჯანაშვილი. “ [7]




როგორც ჩანს ადრესატი გახლავთ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, პირველი რესპუბლიკის ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი,  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე  (1908-1910)[8], ბათუმის ქალაქის გამგეობის წევრი, ამიერკავკასიის ცენზურის კომიტეტის წევრი.

თვითონ სტატიას რაც შეეხება, საუბარია აჭარის დედასამშობლოსთან შეერთების (ეს რუსეთ-თურქეთისთვის, რა თქმა უნდა,  იმპერიული ამბიციების ომო იყო, მაგრამ ჩვენთვის სწორედაც რომ სამამულო, ასე აფასებდა ამ ომსა და მის შედეგს ილია ჭავავაძე.  ეს ფაქტი არასოდეს არ დაექვემდებარება  რევიზიას,  ეს ამ ომში მონაწილე მრავალრიცხივან ქართველებისთვის წარმოადგენდა სამამულო ომს მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის, ისევე როგორც ახლა ვიბრძვით რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ) 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოცემულ  კრებულზებათუმი და მისი შემოგარენი“.  წიგნი დაიბეჭდა 1906 წელს. როგორც წინასიტყვაობაშია განმარტებული კრებულის გამოცემის იდეა ჯერაც 1902 წელს დაბადებულა. აზრი გასჩენია დოკუმენტში ნახსენებ, ბათუმის გიმნაზიის პედაგოგს .. დერჟავინს და ბათუმის მესვეურთათვის  მიუმართავს წერილითა და ინიციატივით და ქალაქის სათათბიროსაც დაუმტკიცებია ეს გეგმა და სწორედ დერჟავინის რედაქტორობით უნდა გამოსულიყო ეს მნიშვნელოვანი წიგნი, მაგრამ 1905 წელს დერჟავინი გადავიდა თბილისში და შესავალში არაა ნახსენები ბათუმის გამგეობაში კონკრეტულად ვინ გაუძღვა რედაქტორობის საქმეს, თუმცა ჯანაშვილის წერილიდან ადვილი სავარაუდებელია რომ დიდ როლს სწორედაც გამგეობის წევრი, ჟურული, თამაშობდა. წერილში ნახსენები ნიკოლოზ სევასტიანის ძე დერჟავინი გახლავთ (1877-1953)  ცნობილი მეცნიერი, სლავური ენების სპეციალისტი, აკადემიკოსი. ის  დაიბადა ქალაქ პრესლავში. სოფელში, სადაც ის იზრდებოდა, ძირითად ცხოვრობდნენ ბულგარეთიდან გადმოსახლებულები და ის ბავშვობიდან გაიტაცა ბულგარული ენისა და ლიტერატურის  შესწავლამ. ოქროს მედალზე დაამთავრა სიმფეროპოლის გიმნაზია, შემდეგ პეტერბურგის ისტორიულ-ფილოსიფიური ინსტიტუტი. გახლდათ ნიკო მარის ერთგული მოსწავლე და მიმდევარი,  იცავდა მის იაფეტურ სისტემას და ოთხი ელემენტის თეორიას ფაქტიურად სიკვდილამდე სწავლობდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ბათუმის გიმნაზიაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. აქვეყნებდა სტატიებსა და წერილებს. 1904[9] წლიდან მასწავლებლობდა თბილისის პირველ გიმნაზიაში. თავმჯდომარეობდა თბილისის სახალხო უნივერსიტეტების საზოგადოებას და აქტიურად მომნაწილეობდა ..... ში. არჩეული იყო კავკასიის პედაგოგ  კავშირის მმართველობის წევრად. კრებული 1903 წელს უნდა გამოსულიყო ბუნებრივია, (მაშინ იყო 25 წლის იუბილე), მაგრამ 1902 წელს დაწყებულმა არჩევნების სამზადისმა შეგვიშალა ხელიო, წერია წიგნის შესავალ წერილში და აი, სამი წლის დაგვიანებით გამოვიდა მაინც. მასში შესულია მოსე ჯანაშვილის წერილში ნახსენები  ნაშრომი: „გურიის, ჭოროხის ხეობის და ჭანეთის (ლაზისტანის) ისტორიულ-არქეოლოგიური ნარკვევი.“  კრებულის სხვა ავტორები იყვნენ: ზემოთხსენებული დერჟავინი, სწორედ მისი სტატიით იხსნება წიგნი. „ ბათუმის ოლქის ისტორიულ გეოგრაფიული ნარკვევი“, ტტ.სტეფანოვი, გენერალ ლ.პოტო, ა.ჰ. კრასნოვი; ს.ნ.ტიმოფეევი; ლ.ლ მარკოვი, ნ.ვ. წერეთელი და ი.ს. მესხი. საუბარიც კი ზედმეტია იმ დიდ მნიშვნელობაზე რაც ამ წიგნს ჰქონდა მაშინაც და ახლაც, მას უამრავ ნაშრომში იმოწმებენ ცნობილი მეკვლევარები.

      აღსანიშნავია რომ არაა ცუდი ნაშრომი დერჟავინის წერილი, საკმაოდ კარგადაა წარმოჩენილი უძველესი ქართული ისტორიის საკითხები და თითქოსდა არაფერია მასში რუსულ-შოვინისტური, მაინც იმოქმედა ეტყობა ბულგარელებთან, მართან და ქართველ მოღვაწეებთან ურთიერთობამ. გაგიხარდება კაცს მაინც შენს წარსულს რომ  საამაყოდ ეხება, ვინმე. ბუნებრივია, თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის თვალით უამრავი საკამათო, სადაო და არასწორად გაგებული საკიხია, მაგრამ ეს აშკარად არაა გამიზნულად დაწერილი. რაც შეეხება მოსე ჯანაშვილს, ბუნებრივია მის ნაშრომშიც რამოდენიმე,  დღეს უკვე აშკარად უკეთ შესწავლილი და გადააზრებული საკითხებიცაა, მაგრამ ის მთლიანად ემსახურება ქართველი ერის დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობისა და სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლას, დიდებული ისტორიული წარსულით სიამაყისა და სახელმწიფოებრიობის ხსოვნას. და ალბათ ამიტომაც მოუწია მას ეტყობა პირველი  ფურცლის (ნაბეჭდი ფურცელი;  57 გვერდია თანამედროვე გამოცემაში, ნაბეჭდი ფურცელი ალბათ სადღაც 15-20 გვერდს მოიცავდა), ხელახლა დაბეჭდვა. არ მოერიდა  ხარჯებს, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ და არაფერი დატოვა ეტყობა სადაო და საკამათოდ რაც კი ქართულსა და ეროვნულს შეეხებოდა. მანამდე კი მთელ კაპადოკიაზე წერს  თავის ნაშრომში, იბერიულ ძირებზე... ტრადიციები და ენა და ეროვნება დღესაც იბერიულიაო, ეყრდნობოდა სტრაბონს. მცირედ მიმოიხილავს პონტოს სამეფოს ამბებს და დასძენს რომ პონტოც ადრე კოლხეთში შედიოდაო, ქსენოფონტეზე დაყრდნობით... გასაგებია  საითკენაც უმიზნებს მართლაცდა „დამფუძნებელი მამა“, ეს ქართული მესიანიზმის ერთ-ერთი ადეპტი, მროველის ტრადიციებზე აღზრდილი კაცი, მთელი კავკასია და წინარეაზიაც კი ერთიან ველად რომ მოიაზრება, როსტომ ჩხეიძე „ქალდეას მონატრებად“ რომ მოიხსენიებს. გამწარებით ებრძოდა გარუსების არსებულ და სამომავლო ტენდენციებსაც კი და გვაფრთხილებდა  ახლა თბილისის სასულიერო სასწავლებელში უფერულობა, უნაყოფობა სუფევს და ასე თუ გაგრძელდა, სრულიად უენონი, უაზრონი დავრჩებით და მუნჯ ადამიანს დავემსგავსებით.-[10]ო, ზუსტად იცოდა რომ გაუნათლებელი საზოგადოება მონობისთვისაა განწირული.

ზემოთ ცენზურა ვახსენეთ და საინტერესოა რომ გიორგი ჟურული იყო ამ დროს ამიერკავკასიის ცენზურის კომიტეტის ერთ-ერთი ცენზორი. ნეტა, მასვე გადასცეს საცენზუროდ ჯანაშვილის წერილი? თუ ეროვნულ საკითხებს ითვალისწინებდნენ და ქართველის ნაშრომს მას არ ანდობდნენ?

რაც შეეხება ფულს, აქ არაა არავითარი ინტრიგა, ან მძიმე და დამამწუხრებელი  კვანძის გახსნა: ეტყობა უფრო ფასდებოდა მაშინ მეცნიერებაც, განათლებაც და ლიტერატურაც (მაინცადამაინც ბარათაშვილის ხელფასით ნუ განვსჯით, გენიოსების ამბავი მაინც გამონაკლისია ხოლმე, თან ჩვენი ტატო ხომ მეცნიერად ან ლირტერატორად არ განუმწესებიათ განჯაში, საკუთარ ნათესავთ, არამედ წერა-კითხვის მცოდნედ, უფრო გადამწერად, მაშინ ნეპოტიზმი უკუღმა იყო აშკარად) ჰო, მისცეს ჰონორარი ჯანაშვილს:

„ბათუმის ქალაქის გამგეობა

7 მაისი 1904 წელი

ქალაქის გამგეობას აქვს პატივი გამოგიგზავნოთ თქვენ, მოწყალეო ბატონო, ასი რუბ. საიუბილეო „კრებულისთვის“ შედგენლი თქვენი სტატიისთვის. ამასთანავე გამგეობა ვალად სთვლის გაუწყოთ რომ,  სამნახევარი ნაბეჭდი ფურცლისთვის მან განსაზღვრა გადმოგცეთ თქვენ ასორმოცი რუბლი, ფურცლისთვის ორმოცი რუბლის ანგარიშით, ამ თანხიდან კილაძის ტიპოგრაფიისთვის  პირველი ფურცლის გადაბეჭდვისთვის გაცემული ორმოცი რუბლის გამოკლებით.

გამგეობის წევრი   ივანოვი (ხელმოწერაა)

 

საქმეთამწარმოებელი კაზეიშვილი“ [11]

რაც შეეხება იმ დასანან 40 რუბლს, საარქივო საქმეში შემონახულია ცნობა სადაც საუბარია ჯანაშვილის წერილზე და იმაზე რომ ჰონორარს ითხოვსო, შემდეგ კი განმარტებულია:

„ბატონი ჯანაშვილის სტატია „კრებულის“ გამოცემისთვის მიღებულია, გავლილი აქვს ცენზურა და უკვე დაბეჭდილია, ამასთანავე მოცულობა განისაზღვრა სამნახევარი საბეჭდი ფურცლით.

2/ სტატიის პირველი ფურცლის (საბეჭდი ფურცლის  ფ.ქ.)  1500 ეგზემლარის, /კრებულის ეგზემპლარების შესაბამისად/  საბოლოოდ დაბეჭდვის შემდეგ  ბატონმა ჯანაშვილმა დიამეტრულად გადააკეთა  ის, ასე რომ  მოგვიწია ამ ფურცლის თავიდან დაბეჭდვა იმავე რაოდენობის 1500 ეგზემპლარად, შეასამისად ამისთვის საჭირო ხარჯები, ბატონ ჯანაშვილთან შეთანხმებით, გაღებულ იქნა მისთვის გამწესებული ჰონორარიდან.

3/ თანდართული კილაძის ტიპოგრაფიის ხარჯაღრიცხვით, ჯანაშვილის პირველი საბეჭდი ფურცლის ხელახლა დაბეჭდვის ხარჯებს შეადგენს  ორმოცი რუბლი“ [12]

გაურკვეველი რჩება რა ცვლილებები შეიტანა მეცნიერმა და რატომ;  ცენზურის ამბავი რომ ყოფილიყო არ დაუბეჭდავდნენ, ფაქტია რომ ცენზურის გავლის შემდეგ გადააკეთა, ასე რომ  მოთვალთვალე დიდი ძმის ხელის  გადაჩხაპნილს არ გავს. თუმცა, უნდა ითქვას რომ ეს საკითხი ცალკეა შესასწავლი, იმედია ჯანაშვილის ამ ნაშრომის ხელნაწერი დედანი არსებომს და ტექსტის მასთან შედარების შემდეგღა შეიძლება რამე ითქვას დანამდვილებით.

 ყოველშემთხვევაში ორმოცი რუბლი უმუშევარი კაცისთვის არ იქნებოდა ნამდვილად უმნიშვნელო;  არაა-თქო და კინაღამ გამოვიდა „არაბედნიერი“ დასასრული.

და ბოლოს, შეიძლება სიმბოლურიც კია რომ მოსე ჯანაშვილი სწორედ იმ ქართულ მიწაზე დაიბადა რომელიც უკვე ჩვენთვის დაკარგულია;  იქნებ სწორედ ჩვენი დიდი მოღვაწეების, ჯანაშვილისთანა მოღვაწების,  საქმენი რომ დავივიწყეთ, სწორედ ისაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, ასე უდრტვინველად რომ ვკარგავთ ქართულ მიწებს... სანამ თავში არ ჩაგვაფარებს წითელ დროშას ულიანოვ-ორჯონიკიძე და  ქიაზიმ ბეი-ათათიურქი ვეღარ ვხვდებით რომ თურმე იმპერიებს ჩვენი ტერიტორიებიც სდომებიათ. სანამდე გვინდა დაგვიფაროს შარტავა-მაზნიაშვილების გმირულმა გაელვებებმა, რაღაცა მაინც ხომ უნდა ვისწავლოთ ისტორიისგან? რატომ არ გვინდა, ასე ჯიუტად, ვისწავლოთ მამულიშვილების დაფასება,  და ვისწავლოთ მათი საქმეებისა და გამოცდილების პატივისცემა?

 

 

 

                  ფრიდონ ქარდავა                             საარქივო სამმართველოს საზღვარგარეთთან,

                                                                                აზოგადოებასთან, მასმედიასთან   ურთიერთობის,

                                                                                დოკუმენტების     გამოყენებისა     და     პუბლიკაციის

                                                                                სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი



[3] ფრიდონ სიხარულიძე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. https://burusi.wordpress.com

[4] ფრიდონ სიხარულიძე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. https://burusi.wordpress.com

[5] ფრიდონ სიხარულიძე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. https://burusi.wordpress.com

[7] აჭარის საარქივო სამმართველო. ფონდი ი-6; აღწერა 1; საქმე 250;ფურცელი 64.

[8] http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/00002239/

[9] ვიკიპედიაშინ 1904 წლიდან წერია და იქნებ ამ მცირე სტატიამ მისი ბიოგრაფიის ეს ეპიზოდი უფრო დააზუსტოს, საარქივო დოკუმენტიდან ჩანს რომ თბილისში ის გადასულა 1905 წელს.

[10] https://burusi.wordpress.com/2010/05/06/mose-janashvili-4/

[11] აჭარის საარქივო სამმართველო. ფონდი ი-6; აღწერა 1; საქმე 250;ფურცელი 73.

[12] აჭარის საარქივო სამმართველო. ფონდი ი-6; აღწერა 1; საქმე 250;ფურცელი 71

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები