აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ტრენინგი პირველადი ჯანდაცვის ცენტრების სამედიცინო პერსონალისათვის

15 თებერვალი, 2019

✔️ "ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვა აჭარაში" - პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებსა და ექთნებს ტრენინგი უტარდებათ.

✔️ ტრენინგის მიზანია ბავშვთა განვითარების საკითხების, ამ კუთხით არსებული ახალი კვლევებისა და შეფასების კრიტერიუმების ახალი ელექტრონული პლატფორმის გაცნობა.

✔️ საპილოტე პროექტი აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში ხორციელდება და 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდასა და განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემის დანერგვას გულისხმობს. კერძოდ, პროექტი გულისხმობს ბავშვიანი ოჯახების დახმარებას ბავშვთა მოვლის საკითხებზე მათი სწავლების გზით. განვითარების პრობლემების, ქცევითი ან სოციალური შეფერხების რისკების მქონე და/ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და ასევე ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლი ბავშვების ადრეული გამოვლენას და რეფერალს მათი საჭირო სერვისებში ჩართვის მიზნით.

✔️ პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებში 170 სოფლის ექიმს გადაეცემა პლანშეტი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები