აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

ნობელის შთამომავლების სტუმრობა არქივში

22 ოქტომბერი, 2018

2018 წლის 20 ოქტომბერს საარქივო სამმართველოს სტუმრობდნენ შვედეთის ბიზნესის ცენტრის თანამშრომელი ვადიმ აზბელი, ნობელების ოჯახის ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე თომას ტიუდენი და მწერალი და პუბლიცისტი ბენგ იანგფელდტი.სტუმრები მიიღო საარქივო სამმართველოს უფროსმა მაია ივანიშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილე რამაზ ბოლქვაძე, სამსახურის უფროსი თამაზ ფუტკარაძე, ბათუმის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი - თამუნა ორაგველიძე, არქივის თანამშრომლები: ნატო ქიქავა, ნინო გოგიტიძე,მზია სურმანიძე,ფრიდონ ქარდავა. სტუმრები დაინტერესდნენ ნობელების ბათუმში მოღვაწეობის საკითხებით, დაათვალიერეს ნობელების მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტების გამოფენა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ასოციაციისა და საარქივო სამმართველოს ურთიერთობის საკითხებზე და დასახეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. დასასრულს გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები

კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები