აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

გასვლითი ღონისძიება ქობულეთში

15 ოქტომბერი, 2018

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს,  საარქივო სამმართველომ ტერიტორიულ ორგანო- ქობულეთის არქივში ჩატარდა აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საარქივო სამმართველოს  უფროსის მოადგილეები: ბესიკ ბაუჩაძე, ანზორ თხილაიშვილი და რამაზ ბოლქვაძე, ტერიტორიული ორგანო- ქობულეთის არქივის ხელმძღვანელი ნოდარ ზაქარიაძე, სამსახურის უფროსი- თამაზ ფუტკარაძე;  განყოფილების უფროსი- მაია რურუა; სამსახურის უფროსი- ელგუჯა ჩაგანავა, უფროსი სპეციალისტები- ნატო ქიქავა, მზია კეკეიშვილი, ლია მჟავანაძე, ასევე სპეციალისტები შორენა კონცელიძე და ნინუცა წითელაური.  ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრეთვე ქობულეთის   საკრებულოს, რესურსცენტრის, ახალგაზრდული ცენტრის, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელები და თანამშრომლები.

საზოგადოებას მიესალმა  ქობულეთის საკრებულოს წევრი ქალბატონი ლია შაქარიშვილი.

მოხსენებებით გამოვიდნენ და აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140 წლისთავის შესახებ ისაუბრეს: სარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილე- ბესიკ ბაუჩაძემ, საზღარგარეთთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის, პუბლიკაციის და გამოყენების სამსახურის უფროსმა თამაზ ფუტაკარაძემ, აღრიცხვისა და სამეცნიერო-საცნობარო განყოფილების უფროსმა მაია რურუამ.

დასასრულს გადაღებული იქნა სამახსოვრო ფოტოები 


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები