აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

გასვლითი ღონისძიება ხელვაჩაურის არქივში

16 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 15 აგვისტოს, საარქივო სამმართველოს ტერიტორიულ ორგანო- ხელვაჩაურის არქივში ჩატარდა აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საარქივო სამმართველოს  უფროსის მოადგილე: ბესიკ ბაუჩაძე, ტერიტორიული ორგანო-ხელვაჩაურის არქივის ხელმძღვანელი  ავთანდილ ლეონიძე, ცენტრალური არქივის სამსახურის უფროსი-ელგუჯა გოგიბერიძე, სამსახურის უფროსი- თამაზ ფუტკარაძე;  განყოფილების უფროსი- მაია რურუა; უფროსი სპეციალისტები- ციცი ცინცაძე,  მზია სურმანიძე, დოდო შუშანიძე, შორენა ფარტენაძე.  ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრეთვე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისსაკრებულოს, რესურსცენტრის, ახალგაზრდული ცენტრის, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელები და თანამშრომლები.

საზოგადოებას მიესალმნენ ასევე ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დეპუტატები იოსებ ბოლქვაძე და მინდია დიასამიძე. 

მოხსენებებით გამოვიდნენ და აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140 წლისთავის შესახებ ისაუბრეს: სარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილე- ბესარიონ ბაუჩაძემ, საზღარგარეთთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის, პუბლიკაციის და გამოყენების სამსახურის უფროსმა თამაზ ფუტაკარაძემ, აღრიცხვისა და სამეცნიერო-საცნობარო განყოფილების უფროსმა მაია რურუამ.

ღონისძიების მსვლელობისას ნაჩვენები იქნა აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების ამსახველი სლაიდშოუ.

დასასრულს გადაღებული იქნა სამახსოვრო ფოტოები.


კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები