აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

ჭოროხის გზის რეაბილიტაცია

15 ივნისი, 2018

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსთან არჩილ ჩიქოვანთან და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის „ჭოროხის გზა“ (მახოს ხიდი-გონიოს ხიდი) ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო 3 ცალი 2X2 კვეთით 40, 30 და 25 მეტრი რკინა-ბეტონისსწორკუთხა მილი; 28 მეტრი სიგრძის ბეტონის საყრდენი კედელი; 13 მეტრი სიგრძის გაბიონი; 3500 გრძ. მეტრზე ასფალტობეტონის ორფენიანი საფარი, ასევე 7 მონაკვეთზე მოეწყო ასფალტობეტონის საფარის მიერთებები 2035 მ2-ზე. სამუშაოებს შ.პ.ს. „ერ ტე დე“ აწარმოებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 2 696 998 ლარს. არჩილ ჩიქოვანის განხადებით მეორე ეტაპის სამუშაოები 18 ივნისს დასრულდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები