აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ზამლეთი-ხიხაძირის გზის რეაბილიტაცია

05 ივნისი, 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა და მოადგილე რაულ ბერიძემ შუახევის მუნიციპალიტეტში ზამლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის კმ0+000-კმ1+600 (1600 მეტრი) მონაკვეთზე მიმდინარე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდნენ. სამუშაოებს შ.პ.ს. „ბონდი 2009“ აწარმოებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 726 888,86 ლარს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ლითონის მილი - 7 გრძ.მეტრი, რკინა-ბეტონის კიუვეტი - 1830 გრძ.მეტრი მათ შორის 172 გრძ.მეტრი ცხაურით, გაბიონი 30 გრძ.მეტრი, ბეტონის საყრდენი კედელი 14 გრძ.მეტრი, პარაპეტები 206 ცალი 318 გრძ.მეტრი, ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა 5052 მ2-ზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტობეტონის ორფენიანი საფარის მოწყობა. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით სამუშაოები 8 აგვისტოს დასრულდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები