აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის მთავრობის წევრებმა სასტუმრო და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

30 ნოემბერი, 2017

დღეს სასტუმრო ,,რედისონში" აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარაში არსებულ სასტუმრო და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო, რითაც 24 ნოემბერს დაღუპულებთა ხსოვნას მიაგეს პატივი. შეხვედრას კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის მერი ლაშა კომახიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის სამმართველოს უფროსი თენგიზ ცისკარაძე ესწრებოდნენ. შეხვედრის თემა იყო რეგიონში უსაფრთხოების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარება და ამ მიმართულებით კონტროლის გამკაცრება. ზურაბ პატარაძე შეკრებილ სტუმრებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლებსა და ბაღებში, საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებში, პრევენციული ზომების გატარებაზე ესაუბრა, რასაც სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფს. განსაკუთრებული ყურადღება პერსონალის შესაბამისი ცოდნის ამაღლებაზე და ამ მიმართულებით სპეციალური ღონისძიებების გატარებაზე გამახვილდა. ზურაბ პატარაძემ კერძო სექტორს რეკომენდაცია მისცა მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ უსაფრთხოების ნორმების დაცვის და ადამიანური რესურსების მობილიზებისა და გადამზადების კუთხით. „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დღეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრევენციულ ღონისძიებებზე, რომელიც დაგეგმილია რეგიონში. ჩვენ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შსს-ს წარმომადგენლები, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები. გავაჟღერეთ მთავრობის ახალი ინიციატივა, კერძოდ, შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში იქნებიან მთავრობის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. საბჭო კრიზისების მართვას უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. საკოორდინაციო საბჭოს შექმნის მიზანი აჭარაში ექსტრემალური სიტუაციების შემთხვევების პრევენციის და მართვის გაძლიერებაა. იგი შსს-ს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციაში იმუშავებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე გაამახვილა ყურადღება - უახლოეს დღეებში, პრევენციული ღონისძიებების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით, კონსულტაციები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან გაიმართება.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები