აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

მთავრობის წარმომადგენლები ტრაპიზონის მერს შეხვდნენ

17 ნოემბერი, 2017

აჭარის დელეგაციის თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან და მინისტრებთან ერთად ტრაპიზონის მერს ორჰან ფევზი გუმრუქჩუოღლუს შეხვდა.
ბათუმსა და ტრაპიზონს შორის დამეგობრებას ხელი 2000 წელს მოეწერა. მას შემდეგ ორ რეგიონსა და ორ ქალაქს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა მიმდინარეობს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის საკრუიზო პოტენციალზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება შავი ზღვისპირა ქალაქებზე ერთიანი საკრუიზო მარშრუტის შემოღება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი რეგიონისა და ორ ქვეყნის ტურიზმის განვითარებას.
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მიზანი, აჭარასა და თურქეთის გუბერნიებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაა.

კალენდარი

<<
<თებერვალი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
052930311234
06567891011
0712131415161718
0819202122232425
092627281234
10567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები