აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

დნეპროპეტროვსკის ოლქი - უკრაინა

02 აგვისტო, 2017

დნეპროპეტროვსკის ოლქი - მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. ის ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სამრეწველო რეგიონია. ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი დნეპროპეტროვსკი. ოლქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს - 3,493,062.

 

2014 წლის 19 მაისს ქალაქ ბათუმში ხელმოწერილი იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა (საქართველო) და დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს (უკრაინა) შორის მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ.

 

შეთანხმება ხელს უწყობს თანამშრომლობის განვითარებას შემდეგ სფეროებში:

Ø  ენერგოეფექტურობა და კლიმატის შენარჩუნება;
Ø  კულტურა და ხელოვნება;
Ø  საინფორმაციო ტექნოლოგიები და ელექტრონული მმართველობა;
Ø  მცირე და საშუალო სამეწარმეო საქმიანობა;
Ø  სოფლის მეურნეობა;
Ø  ტურიზმი.


ძებნა