აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

სამინისტროსა და ქალთა ოთახებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

18 ივლისი, 2017

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარაში მოქმედ ქალთა ოთახებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აჭარის მუნიციპალურ სერვისებთან - „ქალთა ოთახებთან“ თანამშრომლობით, უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე, სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე დამოსახლეობაში  გაუწევს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

მხარეები ითანამშრომლებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად. ქალთა ოთახები უზრუნველყოფენ სამიზნე ჯგუფებისა და მოსახლეობის ინფორმირებას  სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ, მიაწვდიან სამინისტროს ინფორმაციას მოსახლეობაში გამოვლენილი პრიორიტეტული საკითხების შესახებ.   

მემორანდუმს ხელს მოაწერა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა და ქალთა ოთახების მენეჯერებმა.

ახალი მუნიციპალური სერვისი - „ქალთა ოთახი“ „კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფარგლებში აჭარაში პირველად 2015 წელს გაიხსნა. „ქალთა ოთახი“ - ეს არის საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისი, ღია სივრცე შეხვედრებისა და ტრენინგების ჩასატარებლად,  მისი მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა და მათი ჩართულობის გაზრდა სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში.

დღეს აჭარაში ექვსი ქალთა ოთახი ფუნქციონირებს.

მხარეებს შორის თანამშრომლობას ფასილიტაციას უწევს „კავკასიის ალიანსების პროგრამა“, რომელსაც შვეიცარიის განვითარების ფონდის (SDC) დაფინანსებით  არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ახორციელებს. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები