აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2015-2018 წლების პრიორიტეტების საჯარო განხილვა
05 მაისი, 2014
2014 წლის 5 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2015–2018 წლების პროგრამებისა და ქვეპროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას არასამთავრობო სექტორის, სამინისტროს პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტების უფროსებმა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას მათი მიმართულებით არსებული 2015-2018 წლის პროგრამები წარუდგინეს. შეკითხვა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.
იხილეთ გალერეა