აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების კომისია

აჭარის ა.რ. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2015-2018 წლების პრიორიტეტების საჯარო განხილვა

06 მაისი, 2014

აჭარის ა.რ. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (USAID)  საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. შეხვედრას მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აჭარის ა.რ. მთავრობის, სამინისტროების, მუნიციპალიტეტებისა და სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრიორიტტების საჯარო განხილვაზე, დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკაძემ, დამსწრე საზოგადოებას დეპარტამენტის 2015-2018 წლებში განსახორციელებელი პროგრამა გააცნო: საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, რომელიც თავის მხრივ შედგება 5 ქვეპროგრამისაგან: გზების  რეაბილიტაცია, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და საგზაო ტექნიკის შეძენა.
მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, გზებზე წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრის, უსაფრთხო გადაადგილების და მიწათმოსარგებლეთა ხელშეწყობის მიზნით ქვეპროგრამებში წარმოდგენილი იყო ღონისძიებათა საორიენტაციო ვერსიები, რომელიც გადაეგზავნება პრიორიტეტების კომისიას, სადაც მოხდება მათი საბოლოო შერჩევა.  დეპარტამენტის უფროსმა  ასევე  იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომლებიც გასული წლის დიდთოვლობამ და სტიქიურმა მოვლენებმა აჭარის მოსახლეობას შეუქმნა და აღნიშნა, რომ გამოცდილება გათვალისწინებული იქნება სამომავლოდ. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

სოციალური ქსელები