აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების კომისია

პრიორიტეტების კომისიის სხდომების კალენდარი

01 მაისი, 2014

კომისია საქმიანობას წარმართავს სხდომების მეშვეობით. სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს წევრის წერილობითი მოთხოვ­ნის საფუძველზე. საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ ოთხჯერ  წელიწა­დში:

• მხარჯავი დაწესებულების მიერ გასულ წელს განხორციელებული პროგრამების ანგარიშის განხილვის და დასკვნის მომზადების მიზნით (15-20 თებერვალი)

.პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვარიანტით მხარჯავი დაწესებულების მიერ განსახორციელებელი პროგრამების შერჩევის მიზნით (10-20 მაისი)

.მხარჯავი დაწესებულებების მიერ მიმდინარე წლის განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების 6 თვის ანგარიშის განხილვის და დასკვნის მომზადების მიზნით (10-20 ივლისი)

.მხარჯავი დაწესებულებების მიერ მიმდინარე წელს განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების 9 თვის ანგარიშის განხილვისა და მომავალი წლის საბიუჯეტო პარამეტრების თაობაზე დასკვნის მომზადების მიზნით (10-20 ოქტომბერი)

პრიორიტეტების კომისია შეიძლება შეიკრიბოს რიგგარეშედ და იმსჯელოს მთავრობის ან სამინისტროს/საქვეუწყებო დაწესებულების მიერ საბიუჯეტო წლის განმავლობაში ინიცირებულ ახალ პროგრამებზე ან არსებული პროგრამების მოდიფიკაციაზე. პრიორიტეტების კომისია საკუთარ დასკვნას/რეკომენდაციას ახალ ინიცირებულ პროგრამაზე წარუდგენს მთავრობას.

 


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442627282930311
452345678
469101112131415
4716171819202122
4823242526272829
4930123456

სოციალური ქსელები