აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

აჭარის მთავრობას დღეიდან არჩილ ხაბაძე უხელმძღვანელებს

30 ოქტომბერი, 2012

აჭარის უმაღლესი საბჭოს დღევადნდელ სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ არჩილ ხაბაძე აირჩიეს. რეგიონის ახალი მმართველის კანდიდატურას 13 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი - არც ერთი. "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრებს კი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ არჩილ ხაბაძე აჭარის ავტონომიის რიგით მესამე ხელმძღვანელია. ასლან აბაშიძე აჭარას 13 წელიწადი, ხოლო ლევან ვარშალომიძე 8 წლის განმავლობაში მართავდა. არჩილ ხაბაძე 32 წლისაა. 2008 წლიდან დღემდე, "ქართუ ბანკის" აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი იყო. 2006-2008 წლებში - ამავე ბანკის საკრედიტო განყოფილების უფროსი. ხაბაძე 2004-2006 წლებში "საზღვაო ბანკში" საკრედიტო ოფიცრად მუშაობდა; დამთავრებული აქვს თბილისის აგრარული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ფინანსები და საბანკო საქმე, აგრეთვე სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ბანკებისა და ფინანსების ფაკულტეტზე. არჩილ ხაბაძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სამი დღის წინათ წარადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის პირველმა პირმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართა.

კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები