აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

საკურორტო სეზონს ბეშუმი ახალი წყალმომარაგების სისტემით ხვდება

26 ივლისი, 2016

ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოსახლეობასთან შეხვედრაზე დასმულ პრობლემურ საკითხებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი - კურორტ ბეშუმის სასმელი წყლით მომარაგება და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება იყო. ზურაბ პატარაძე ხულოს მკვიდრთ პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას დაპირდა. კურორტის სასმელი წყლით მომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შესაბამის უწყებებს საკითხის შესწავლისა და რეაგირების დავალება მისცა.

კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების განსახორციელებლად შპს ,,B&B" -სთან ხელშეკრულება 2016 წლის 28 აპრილს გაფორმდა. სამუშაოების განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 717 229 ლარი გამოიყო. ამ ეტაპისთვის საკურორტო ზონაში შიდა ქსელის მოწყობითი სამუშაოების 90 % შესრულებულია. 20 ივლისს კურორტის აღნიშნულ ნაწილში წყლის სატესტო რეჟიმში გაშვება მოხდა, რის შემდეგაც დაფიქსირდა მცირე ხარვეზები, რომელთა ძირითადი ნაწილი ამ დროისათვის უკვე გამოსწორებულია. სამუშაოების წარმოება გრძელდება დამატებით ორ უბანზე, სადაც ერთგან სასმელი წყლის მიწოდება ორ დღეში იქნება შესაძლებელი, მეორე უბანზე კი 5 დღეში. ასევე დაგეგმილია საკურორტო ზონის გარეთ ცენტრალური წყალსადენისა და რეზერვუარების მოწყობაც.

რაც შეეხება კურორტ ბეშუმის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, სამუშაოებს აქ შპს „TUSKI GEOLOGY GROUP"-ი ახორციელებს. სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპილატიტეს ბიუჯეტიდან 312 728 ლარია გამოყოფილი. შესრულებულია სამუშაოების 60 %. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 500 მეტრი სიგრძის კანალიზაციის მილისა და 40 ერთეული საკანალიზაციო ჭის მოწყობის სამუშაოები.

კურორტზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება კლიმატური პირობებიდან გამომდინარე წლის სხვა პერიოდში ვერ ხერხდება, გამომდინარე აქედან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და კურორტის სტუმრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და ჰპირდება, რომ სამუშაოები სრულად რამდენიმე დღეში დასრულდება.  

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482829301234
49567891011
5012131415161718
5119202122232425
522627282930311
012345678

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები