ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2017-2020 წლების პროგრამების განხილვა
11 მაისი, 2016
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სამინისტროს 2017-2020 წლების პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა. საშუალოვადიან გეგმებზე პრეზენტაცია ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ბახტაძემ წარადგინა. შეხვედრას სამთავრობო და არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა.აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შემდეგ პროგრამებს ახორციელებს:• რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის პროგრამა• მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა• ქალაქ ბათუმში მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა• საერთაშორისო სტანდარტების ოლიმპიური სტადიონის პროექტირება და მშენებლობა• ქალაქმშენებლობის და სიცრცითი მოწყობის პროგრამასაშუალოვადიანი პრიორიტეტების განხორციელების მიზანია:• რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა• ქონების ეფექტიანად და გამჭვირვალედ მართვა• ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა• რეგიონის სივრცითი, ქალაქმშენებლობითი და დაგეგმარების პროგრამების შედგენარეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის პროგრამისთვის სამინისტროს ბიუჯეტით 1 797 000 ლარია გათვალისწინებული. პროგრამის მიზანი რეგიონის საინვესტიციო-საპრივატიზაციო პროცესის სრულყოფაა. პროგრამა 2017 წელს დაიწყო და 2020 წლის ჩათვლით განხორციელდება. პროგრამა რამდენიმე ქვეპროგრამას მოიცავს:1.რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენი: აჭარის რეგიონისა და მისი საინვესტიციო პოტენციალის შესახებ საპრომოუშენო მასალების მომზადება, საზღვარგარეთ საინვესტიციო-ბიზნეს ტურების ორგანიზება, საინვესტიციო ვიდეო რგოლის და ვიდეო პრეზენტაციების განახლება, უცხოურ ბეჭდურ მედიაში რეგიონის რეკლამირება, ყოველწლიურად საერთაშორისო საინვესტიციო ბიზნეს ფორუმის -„Invest in Batumi“-ის ორგანიზება. (2017 წლის ბიუჯეტი შეადგენს 335 000 ლარს)2.ეკონომიკური ობსერვატორია: სტატისტიკური და მარკეტინგული ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში ეკონომიკური ანალიზისა და რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის შეფასებისათვის კვლევების ჩატარება განხორციელდება ,რომელიც შემდეგ მიმართულებებს მოიცვას: ეკონომიკის სექტორები (მრეწველობა, ტურიზმი, მშენებლობა და სხვა), მცირე და საშუალო ბინზესი, შრომის ბაზარი, საინვესტიციო პროცესები, ექსპორტ/იმპორტი და ა.შ. ქვეპროგრამის 2017 წლის ბიუჯეტი 60 000 ლარს შეადგენს.სამინისტროს ბიუჯეტით, აჭარის ა.რ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვის ფარგლებში, აჭარის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო და აჭარის საკუთრებაში არსებული აქტივების საბაზრო ღირებულებისა და საიჯარო ღირებულების დადგენა, ელექტრონული აუციონების ჩატარება და არსებული ქონების მოვლა-პატრონობა ხორციელდება. პროგრამის 2017 წლის ბიუჯეტი 69 000 ლარს შეადგენს.მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის მიზანი ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება და ტურიზმის სექტორში სამეწარმეო აქტიურობის ზრდაა.საერთაშორისო სტანდარტების ოლიმპიური სტადიონის პროექტირება და მშენებლობის ფარგლებში ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი შენდება. სტადიონი უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. სამინისტროს საბიუჯეტო პროგრამით ბათუმში მრავალპროფილური საავადმყოფო შენდება. სამედიცინო დაწესებულება 170 საწოლზე იქნება გათვლილი. საავადმყოფო თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. რესპუბლიკური საავადმყოფო 1964 წელს წელს აშენდა. მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაახლოებით ბოლო 20 წელია ამორტიზირებულია.ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამისთვის ბიუჯეტში 240 000 ლარია გათვალისწინებული. პროგრამის მიზანი აჭარის ა.რ ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიების შემდგომი გამოყენების დადგენა და ტერიტორიების ურბანული განვითარება და საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარების დაგეგმარებაა. პროგრამის 2017 წლის ბიუჯეტი 100 000 ლარს შეადგენს.
იხილეთ გალერეა