ანსამბლ „ხორუმის“ ისტორია
ქორეოგრაფიული ანსამბლი „ხორუმი“ 2002 წელს აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ბაზაზე შეიქმნა. ანსამბლის დამაარსებელი გახლავთ აჭარის დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ქართული ქორეოგრაფიის აკადემიკოსი - თემურ ბიბილეიშვილი.
2010 წელს აჭარის მთვრობის გადაწყვეტილებით „ხორუმს“ მიენიჭა „სახელმწიფო ანსამბლის“ სტატუსი. „ხორუმი“ ისეთ ანსამბლებთან ერთად იღებს მონაწილეობას სამთავრობო ღონისძიებებში, როგორებიცაა „სუხიშვილები“ და „ერისიონი“. „ხორუმის“ გამოსვლებზე საპატიო სტუმრებს შორის სხვადასხვა დროს იყვნენ: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, უკრაინისა და პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტები, აშშ -ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, აშშს-ს ვიცეპრეზიდენტი - ჯოზეფ ბაიდენი, აშშ-ს კონგრესმენი ჯონ მაკკეინი, ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი და სხვები.
ანსამბლი „ხორუმი“ გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, საშემსრულებლო ოსტატობითა და ორიგინალური ქორეოგრაფიული დადგმებით. დაარსების დღიდან მას არაერთ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის: თურქეთი, სომხეთი, ლატვია, უკრაინა, იტალია, ავსტრია, ბელგია, ჰოლანდია, პოლონეთი, უნგრეთი, ჩინეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ისრაელი, საფრანგეთი, გერმანია და სხვა.
ანსამბლი „ხორუმი“ მრავალი რესპუბლიკური ფესტივალის გამარჯვებულია. ასევე, გახლავთ მსოფლიოს სხვადასხვა ფოლკლორული კონკურს-ფესტივალის „გრან-პრის“ მფლობელი. 2010 წელს - იტალია, ქ. აგრიჯენტო (4500 ევროს პრიზი) და ქ. კასტრო - (ოქროს პრიზი); 2013 წელს - რუმინეთი, ქ. პიტესტი (3000$ პრიზი).
2014 წელს ანსამბლს ჰქონდა მრავალფეროვანი , დაუვიწყარი ტურნე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი, ისრაელი, ჩინეთი, პოლონეთი.
2015 წელს ანსამბლმა იზეიმა 10 წლის იუბილე და დადგა ახალი პროგრამა „ საგანძური“ , რომელშიდაც გამოიყენა მოდერნ ფოლკისა და კლასიკური ბალეტის ელემენტები. პროგრამამ დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებლისაგან.ამავე წელს ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიიო ფოლკლორის ჩემპიონატში , რომელიც გაიმართა სამხრეთ კორეაში და მიიღო ფულადი ჯილდო 10 000 $ - გრან-პრის სახით. ფესტივალში 22 ქვეყანა მონაწილეობდა და კორეის 200 კოლექტივი.
2016 წლის 1 მაისს ქ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა გივი სიხარულიძის მიერ დაწერილი წიგნის“ დიდება შენ თემურ...“ , რომელშიდაც აღწერილია ანსამბლის ისტორია მისი დაარსების დღიდან . ანსამბლმა გამართა რამოდენიმე კონცერტი ტურისტულ სეზონზე და იყო მიწვეული სოლო პროგრამით სამხრეთ კორეაში ქ. სეულში, სადაც წარსდგა 25 000 მაყურებლის წინაშე. აგრეთვე იმყოფებოდა აჭარის ა.რ. ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში პოლონეთში. მარტის თვეში გაიმართა ანსამბლ „ხორუმი“-ს და ქ. სტამბულის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი ერთობლივი კონცერტი , რომელიც დიდი წარმატებით ჩატარდა. 2016 წლის ოქტომბერში ანსამბლი მოიწვიეს ყაზახეთში , ქ. ასტანაში ნაციონალური დღესასწაულებისადმი მიძღვნილ სამთავრობო კონცერტზე.