ა(ა)იპ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა
14 იანვარი, 2020
ა(ა)იპ
აჭარის
ხალხური ხელოვნების
სკოლა
ბათუმი,
გალაკტიონ ტაბიძის
ქუჩა. №11
ელ-ფოსტა:
ajarianfolkartshool@gmail.com
facebook
გვერდი: აჭარის ხალხური
ხელოვნების სკოლა
აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის ისტორია
1957
წლის 26 ივლისს, ბათუმში
გაიხსნა თბილისის კულტურულ
საგანმანათლებლო სასწავლებელის
ბათუმის ფილიალი.
1957-1958
სასწავლო წელს სასწავლებელში
ფუნქციონირებდა ორი განყოფილება: საბიბლიოთეკო და საკლუბო განყოფილება. სპეციალობის
მიხედვით საკლუბო იყოფოდა ორ ჯგუფად: სადირიჟორო და ქორეოგრაფიულ ჯგუფებად.
1967 წლის, იანვრიდან ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი სასწავლებელი
და სასწავლებელს დაემატა სარეჟისორო ფაკულტეტი, დასაქმდა 60მდე მასწავლებელი.
ამ დროისთვის მოსწავლეთა კონტინგენტი 120 მოსწავლით გაიზარდა.
1987 წლის 27 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს N237
დადგენილების შესაბამისად ბათუმის
კულტურულ- საგანმანათლებლო
სასწავლებელს მიენიჭა
საქართველოს სახალხო არტისტის
იუსუფ კობალაზის სახელი.
1997 წლიდან, სასწავლებელში გაიხსნა ახალი ფაკულტეტი-„ტრადიციულ-თანამედროვე
ჩაცმულობის
მოდელირება“, რაც ითვალისწინებდა სასცენო კოსტუმების მკერავების აღზრდას.
1998 წელს, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლიდან გადმოტანილ
იქნა საესტრადო განყოფილების ფაკულტეტი.
2000 წელს, კულტუტულ-საგანმანათლებლო
სასწავლებელს შეეცვალა სახელი
და დაერქვა კულტურის სახელმწიფო კოლეჯი.
2008 წელს, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
სამუსიკო სასწავლებლის, რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის,
ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებლისა
და კულტურის კოლეჯის გაერთიანების საფუძველზე დაფუძნდა
საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება
„ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის კოლეჯი“.
2009
წლის, დეკემბერში ლიკვიდაცია
მოხდა „ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის კოლეჯის“.
2010 წელს,
აჭარის განათლების კულტურისა
და სპორტის სამინისტროს მიერ
დაფუძნდა
ა(ა)იპაჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა.
სკოლას
სხვადასხვა წლეებში
ხელმძღვანელობდნენ: ერასტი
ველიაძე, გურამ ხოზრევანიძე,
ლოლიტა სურმანიძე.
2019
წლის 30 იანვრს, სკოლაში დირექტორად
დაინიშნა რეჟისორი, ხელოვნების
მენეჯერი- ვახტანგ ბერიძე,
სკოლის
დოკუმენტაციის გაცნობის
შემდეგ აჭარის განათლების,
კულტურისა და სპორტის
მინისტრთან
შეთანხმებით, ჩაატარა
ადმინისტრაციული და პროგრამული
რეორგანიზაცია,
დაამატა
ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახური, შეიცვალა სკოლის
სასწავლო პროგრამები,
დაემატა
ახალი სასწავლო პრაქტიკული
და თეორიული დისციპლინები,
შესაბამისად, დაემატა
ახალგაზრდა
კვალიფიციური კადრები, შეიცვალა
შეფასების სისტემა.
ამჟამად
სკოლაში სწავლება
წარმოებს შემდეგ სასწავლო
პროგრამებზე:
„ქორეოგრაფიული
საშემსრულებლო ხელოვნება“
- სწავლის ხანგრძლივობა 2 წელი;
„ხალხური
მუსიაკა“ -სწავლის ხანგრძლივობა
2 წელი;
ქართული
ტრადიციული რეწვა და ჩაცმულობა
- სწავლის ხანგრძლივობა 1 წელი.
სკოლაში
მიღება წარმოებს სპეციალობებში
შემოქმედებითი ტურების
შედეგად.
2022
- წელს, ვახტანგ ბერიძის
ხელმძღვანელობით სკოლამ
დაიმატა ექვსი
პროფესიული
მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების
პროგრამა:
„კულურული
ღონისძიებების ორგანიზატორი“-მომზადება;
„ქართული
ხალხური ცეკვის რეპეტიტორ-ქორეოგრაფი“
-გადამზადება;
„ქორეოგრაფიული
ანსამბლის მოცეკვავე მსახიობი“-
მომზადება;
„ქართული
ხალხური სიმღერის
რეპეტიტორი“-გადამზადება;
„თექის
ნაწარმისა და აქსესუარების
დამზადება“- მომზადება;
„ბიბლიოთეკარი“
- მომზადეა.
სკოლას გააჩნია საკუთარი ბიბლიოთეკა,
ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხალხური საკრავების
კაბინეტი, გარდერობი ქორეოგრაფიული განყოფილებისათვის.
სკოლის
კურსდამთავრებულები დასაქმებულები
არიან საქრთველოს 50- მდე
მუნიციპალიტეტში საბიბლიოთეკო,
საგუნდო-სადირიჟორო, საკლუბო
და ქორეოგრაფიულ დარგში.
აჭარის სახელმციფო აკადემიურ,
და მუნიციპალურ ანსამბლებში.
სკოლის კურსდამთავრებულები
ასევე აქტიურად
ეწევიან
პედაგოგიურ საქმიანობას
სხვადასხვა საჯარო სკოლაში,
ბაღებში,
ფართოროფილურ
ხელოვნების ცენტრებში და
კერძო სტუდიებში.
სკოლასთან
არსებულ სასწავლო
ანსამბლებს არაერთი
საერთაშორისო
ფესტივალის
ლაურეატის წოდება აქვთ
მოპოვებული.