ა(ა)იპ ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა
12 თებერვალი, 2019
ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა
ბათუმი, ვახტანგ გორგასლის ქ. №4
ტელ.: (0422) 22–01–12; 27–59–87
ელ-ფოსტა: revazlagidze@mail.ru
რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოკლე ისტორია
ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა დაარსდა 1976 წელს. სკოლაში 4 განყოფილება ფუნქციონირებს: საფორტეპიანო, ვოკალური, საორკესტრო და საგუნდო-სადირიჟორო, რომლებსაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ხელმძღვანელობენ. სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და კონცერტმაისტერები აქტიურად არიან ჩაბმული სასკოლო, რეგიონალურ, რესპუბლიკურ, საერთაშორისო კონკურს–ფესტივალებში და ყოველთვის აქვთ განსაკუთრებული შედეგები. რევაზ ლაღიძის სახელობის სკოლის კურსდამთავრებულები არიან: სულხან ჯაიანი, ეთერ ხალვაში, ელიზბარ ჩხაიძე, ასლან დიასამიძე, მარიამ ფირცხალაიშვილი, სალომე სურმანიძე, დიანა ხაჩატურიანი, ალექსანდრე გელაძე, ხვიჩა ხოზრევანიძე, სახელმწიფო კაპელის, მუსიკალური ცენტრის, საოპერო სტუდიის მსახიობები.
უკვე 5 წელია სკოლაში არსებობს უმცროს და უფროსკლასელ გოგონათა გუნდები, რომლებიც საერთაშორისო (ბულგარეთი, იტალია, ავსტრია, ლატვია, თურქეთი) და რესპუბლიკური კონკურსების მრავალგზის ლაურეატები არიან.
გერმანულ–პოლონურ–ქართული პროექტის შედეგად გაძლიერდა საორკესტრო განყოფილება, სადაც სერიოზული კონკურენცია იქმნება მუსიკალური გამოცდების პერიოდში.
2016 წელს რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლე ნანუკა ნინიძე გახდა პარიზის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის I პრემიის ლაურეატი. ანრი კაკაბაძე კი - „ოქროს ნოტის“ მფლობელი.
სკოლა სისტემატიურად მონაწილეობს მარმარისისა და ანტალიის საერთაშორისო კონკურსებში.