აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ა(ა)იპ მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლა

12 თებერვალი, 2019

ა(ა)იპ  მელიტონ  ბალანჩივაძის სახელობის  ხელოვნების  სკოლა
ბათუმი, ბაქოს  ქ.  №48
ტელ.: (0422) 27 15 12; 22 36 08; 22 36 09

მელიტონ  ბალანჩივაძის  სახელობის ხელოვნების  სკოლის  მოკლე  ისტორია

2006 წლის ნოემბერში . ბალანჩივაძის  სახელობის N2 სამუსიკო, ექსპერიმენტულ- საკრავიერი, N4 საგუნდო-სამუსიკო და  .ხაბაძის  სახელობის  ქორეოგრაფიული  სკოლების  ბაზაზე  დაარსდა  სსიპ  .  ბალანჩივაძის  სახელობის  ხელოვნების  სკოლა,   რომელშიც  შერწყმულია  და  შენარჩუნებულია ამ სკოლების  ბავშვთა ესთეტიკური განვითარების ტრადიციები.

2008 წელს  სკოლამ შეიძინა  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი, ხოლო  2012  წლის 1 იანვრიდან  სკოლას შეეცვალა  სახელწოდება და ამჟამად  ეწოდება ()იპ მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლა.

სკოლაში ფუნქციონირებს ოთხი განყოფილება:

1. ინსტრუმენტული განყოფილება - მოსწავლეები ეუფლებიან სხვადასხვა საკრავზე დაკვრას - ფორტეპიანო, ვიოლინო, ვიოლონჩელო,  კლარნეტი,  ფლეიტა,  ბლოკ-ფლეიტა,  გიტარა,  აკორდეონი,  ბაიანი;

2. საგუნდო განყოფილება - მოსწავლეები ეუფლებიან ხალხურ და აკადემიურ გუნდში სიმღერას, დირიჟორობას, ფორტეპიანოზე და  ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრას;

3. ქორეოგრაფიული განყოფილება - მოსწავლეები ეუფლებიან ქართულ ხალხურ ცეკვებს, სწავლობენ სამეჯლისო ცეკვების  ელემენტებს და ქორეოგრაფიის ისტორიას;

4. ექსპერიმენტული განყოფილება - გამორჩეული  მუსიკალური  ნიჭის  მქონე  ბავშვები    გადიან  ყველა  საგანს გაძლიერებული პროგრამით  და  ეუფლებიან  ორ ან სამ საკრავზე  დაკვრას.


ყველა განყოფილებაზე, ქორეოგრაფიულის გარდა, ისწავლება სოლფეჯიო, მუსიკის ისტორია, ქართული ხალხური სიმღერა,  ხელოვნების ისტორია, ხატვა და ცეკვა.

. ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლას აქვს სამი ფილიალი: აღმაშენებლის დასახლების ფილიალი, თამარის დასახლების ფილიალი,  ურეხის ფილიალი.

სკოლის კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი აგრძელებს მუსიკალურ განათლებას. . ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის კურსდამთავრებულები არიან: მომღერები - სოფო ხალვაში და ლუკა ზაქარიაძე; კომპოზიტორები - ანა  ქასრაშვილი, მინდია  ხითარიშვილი, ზვიად ბოლქვაძე, ვაჟა ტუღუში და თემურ იმნაძე; პიანისტები - თინიკო წულაძე და თეა ბარამიძე; მსახიობები - ამიკო ჩოხარაძე და ხვიჩა მაღლაკელიძე. ამ სკოლის კურსდამთავრებულებითაა დაკომლექტებული ბათუმის  სახელმწიფო  სიმფონიური ორკესტრის მნიშვნელოვანი ნაწილი.


სკოლაში არსებული გუნდები, ქორეოგრაფიული ჯგუფები და სხვადასხვა განყოფილების მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ   საქართველოში და საზღვარგარეთ ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში, სადაც უამრავი დიპლომი აქვთ მოპოვებული.

სკოლის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

მომავალი თაობის ესთეტიკური აღზრდა; 

სახელოვნებო პროფილის შესაბამისი საბაზო განათლების მიცემა მოსწავლეებისთვის; 

განსაკუთრებული სახელოვნებო უნარ-ჩვევების მქონე ბავშვების გამოვლენა და მათი მომზადება უმაღლესი სასწავლებლებისთვის

აქტიური მსმენელისა და მაყურებელის მომზადება

სკოლის რესურსების გამოყენებით სამუსიკო, სამხატვრო და ქორეოგრაფიული საღამოების მოწყობა

საზღვარგარეთ კულტურული კონტაქტების ჩამოყალიბება-განვითარება, ნიჭიერი ახალგაზრდების უცხოურ კონკურსებში მონაწილეობის ხელშეწყობა და ეროვნული კულტურის პოპულარიზაცი

 

 

 

 


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები