სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი
12 თებერვალი, 2019
მისამართი: ქ. ბათუმი, ო.დიმიტრიადის ქ.N 1
ტელ: (0422) 27-62-40
ელ-ფოსტა: info@muscenter.ge
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ისტორია:
2004 წელს შეიქმნა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, სადაც გაერთიანდა აჭარის სახელმწიფო სიმფონიური
ორკესტრი (1978 წ.), ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი (1993 წ.), აჭარის
სახელმწიფო კაპელა (1998 წ.), ბათუმის ბავშვთა ოპერისა და ბალეტის თეატრი (2000 წ.),
ქორეოგრაფიული ანსამბლი „ხორუმი“ (2005 – 6 წწ.). 2007 წლიდან, ბათუმის სახელმწიფო
მუსიკალურ ცენტრში განხორციელდა რეორგანიზაცია, რომლის შედეგად მუსიკალურ ცენტრს შეუერთდა
ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდია (2005 წ.), ტრიო „ნოტა (2000 წ.), ქალთა
კამერული გუნდი (2007–10 წწ.).
დღეისთვის ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაერთიანებულია სიმფონიური ორკესტრი, კაპელა, საოპერო დასი, ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი და ვოკალური კვარტეტი ,,ნოტა“, რომლებიც როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლივად
ნაყოფიერად მუშაობენ კლასიკური
თუ თანამედროვე მუსიკის
სხვადასხვა ჟანრში.
2011 წელს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს გადაეცა განახლებული „ხელოვნების ცენტრი“ (არქიტექტორები – ვლადიმერ და გიორგი ხმალაძეები).
ხელოვნების ცენტრის შენობა წარმოადგენს ძველ და ახალ არქიტექტურულ სტილთა სინთეზს (1953–2011).
ათასსავარძლიანი საკონცერტო დარბაზი აღჭურვილია განათებისა და გახმოვანების თანამედროვე
ტექნიკით, შენობის ინტერიერი მოიცავს არტ –კაფეს,
ტერასებს, საგამოფენო სივრცეებს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ
ესთეტიკურად მიმზიდველ გარემოში დაესწრონ სხვა და სხვა სახის ღონისძიებას.
ხელოვნების ცენტრში იმართება ადგილობრივი და საერთაშორისო, ტრადიციული და თანამედროვე სახის ფესტივალები, კონცერტები, წარმოდგენები, გასართობ – შემეცნებითი საღამოები, გამოფენები და
კონფერენციები.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი ერთ
–
ერთი მნიშვნელოვანი კულტურული კერაა რეგიონში. მისი ძირითადი მიზანი
და აქტივობებია: კლასიკური და თანამედროვე მუსიკის პოპულარიზაცია, საშემსრულებლო დონის ამაღლება, მრავალფეროვანი და
საინტერესო ღონისძიებების შეთავაზება როგორც ადგილობრივი,
ისე უცხოეთიდან ჩამოსული მაყურებლისთვის, კულტურული დასვენება
– გართობა, მომავალი თაობის ესთეტიკური
აღზრდა და ჩამოყალიბება კულტურულ მაყურებლად.