აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი

15 თებერვალი, 2017

მისამართი: ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის ქ. №4
ტელ.: (0422) 27-11-75; (0422) 27- 09- 42                     
ვებ-გვერდი: www.ajaramuseum.ge

მუზეუმის  ისტორია

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი დაარსდა 1908 წელს - მასწავლებელთა ჯგუფის ინიციატივითა და ბათუმის საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით როგორც სასკოლო მუზეუმი. 1908 წელს 19 მარტს 28 ხმოსნის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე საქალაქო საბჭომ მოიწონა თავისი გამგეობისა და საფინანსო კომისიის ერთობლივი დასკვნა პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებელთან საბავშვო მუზეუმის გახსნის შესახებ, რაც მალე კიდეც შეასრულეს.

მუზეუმი მდებარეობდა ვოზნესენსკისა და ოლღას (ამჟამად მელიქიშვილისა და ვახტანგ გორგასალის ქუჩების კუთხე) ქუჩების კუთხეში. მუზეუმის გამგედ 1908 წლის 1 ოქტომბრიდან დაინიშნა პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებლის ხელგარჯილობის მასწავლებელი ნიკოლოზ გომანი.

1910 წლის 9 მაისიდან გაფართოების გამო გადაიტანეს საქალაქო საბჭოს შენობის პირველ სართულზე და ერთი ოთახი დაუთმეს. 1912 წლის 15 ოქტომბერს საქალაქო საბჭოს დადგენილებით იგი გადააკეთეს საქალაქო მუზეუმად. 1924 წლამდე მუზეუმი შერეული ტიპისა იყო, ხოლო 1925 წლიდან გადააკეთეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმად. იმავე წელს გადაიტანეს ყოფილ სამხედრო ტაძარში, სადაც იყო 1930 წლამდე. სინესტის გამო ამ ტაძარში ბევრი ექსპონატი გაფუჭდა, ამიტომ 1930 წლის 25 იანვრიდან მუზეუმი ხაზინის შენობაში მოათავსეს. 

ნიკოლოზ გომანის შემდეგ 1938 წლის თებერვლიდან და 1989 წლის მაისამდე მუზეუმის დირექტორი იყო გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ხარიტონ ახვლედიანი. მის სახელთანაა დაკავშირებული მუზეუმის, როგორც სამხარეთმცოდნეო სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარება-განმტკიცება.

1957 წელს მუზეუმის ძველ შენობაზე დაშენდა მე-2 სართული.აჭარის მუზეუმი ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. აქ დაცულია 180 000-მდე ექსპონატი: უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები,ხელნაწერთა ფონდში დაცულია 2 000-ზე მეტი იშვიათი ხელნაწერი ქართულ, რუსულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა ენებზე, მუზეუმის ბიბლიოთეკაში ინახება 63 000 წიგნი სხვადასხვა ენაზე. მათ შორის ბევრი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში 2015 წელს ჩატარდა სრული რეაბილიტაცია. მუზეუმის ეზოში აშენდა ახალი, სამსართულიანი კორპუსი-ბუნების, ისტორიის, სამეცნიერო-საგანმანათლებლო განყოფილების თანამშრომელთათვის და მხატვრული ტილოების საცავი. 
   
მუზეუმის საექსპოზიციო ფართი გაიზარდა 40 კვ.მ-ით, ინტერიერის შესაბამისი დიზაინით გამოცალკევდა განსაკუთრებული ექსპონატის სტატუსით ანტიკური კრატერი.მუზეუმის ექსპოზიცია კონცეპტუალურად განახლებულია. ბუნების განყოფილებაში წარმოდგენილია აჭარის გეოლოგიური წარსული, ფლორა, ფაუნა;  ისტორიის განყოფილება აჩვენებს მხარის ისტორიულ წარსულს, ეთნოგრაფიულ განსხვავებულობას.

საგამოფენო დარბაზში ექსპონირებულია ხელოვნების ნიმუშები, მხატვრული ტილოები, სკულპტურები,სამკაულები და ანტიკვარული ნივთები.კეთილმოწყობილია მუზეუმის ეზო, სადაც განთავსებულია ვეშაპის ჩონჩხი, აჭარაში პირველი ტრაქტორი, მატერიალური კულტურის ძეგლების ორნამენტიანი ფრაგმენტები ძველი წარწერებით. 

მუზეუმის ძირითადი მიზნები და აქტივობები: 
• კულტურულ–საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის წარმართვა თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად.
* საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
• ეროვნული საგანძურის მოძიება, მეცნიერული შესწავლა, რეგისტრაცია, დაცვა, ექსპონირება.
• სამუზეუმო კოლექციების ოპტიმიზაცია, რესტავრაცია, პოპულარიზაცია.
• ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ექსპოზიციების განახლება.
• ბეჭდვითი პროდუქციის გამოცემა.
• ვიზიტორთა მომსახურება.

                         აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფილიალები: 

მემედ აბაშიძის სახლ-მუზეუმი
(მემედ აბაშიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ნივთიერი და ფოტომასალა)
მის: ქ.ბათუმი მემედ აბაშიძის ქN7
ტელ: (0422) 27 61 12

ილია ჭავაჭავაძის მუზეუმი
(ილია ჭავჭავაძის პირადი ნივთები, დოკუმენტები  და ფოტომასალა)
მის: ქ. ბათუმი ალ. გრიბოედოვის  ქN5
ტელ: (0422) 27 86 76

სამეცნიერო-ბიბლიოთეკა
წიგნადი ფონდი
მის: ქ. ბათუმი ფიროსმანის ქN1







კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები